რეაქტიულ-აქტიური თბოგენერატორი = Reluctance Active Heat-Generator : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2005 3508 B : (51) F 24 J 3/00 (IPC, 2006) / დავით ჭიჭინაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2005 05 10 # 9. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
თბოგენერაციის ეფექტურობის ამაღლება.
2. არსი
თბოგენერატორი შეიცავს კორპუსს 1 ცენტრალური შემშვები და ტანგენციური
საჭირხნი 6 მილყელებით, ამძრავის ლილვს 2, როტორს 4 ცენტრიდან პერიფერიისაკენ
მიმართული, სულ მცირე, ორი არხით 5 და სითხეზე ზემოქმედ საშუალებას, რომელიც
განკუთვნილია სითხის გასაცხელებლად. არხების გამოსასვლელები ორიენტირებულია
როტორის ბრუნვის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით. არხებს აქვს
მრგვალი პროფილის მქონე სპირალის ფორმა. სითხეზე ზემოქმედი საშუალება შესრუ-
ლებულია არხების გამომშვებ უბნებში დაყენებული გამოსასვლელისაკენ კლებადი
ბიჯის მქონე გრეხილი ლენტისა 7 და კორპუსის კედელში სიმეტრიულად ჩასმული
პერფორირებული ნალისებრი ტიხრების 8 სახით. ტიხრებს შორის წარმოქმნილია
რეზონანსული ღრუები 9.
3.გამოყენების სფერო
თბოტექნიკა.

3508 ge B 2005-05-10 published Sakpatenti

თბოტექნიკა თბოგენერატორი გენერატორი თბოგენერაცია