ერგონომიკული მართვის მოწყობილობები ქირურგიული განათების სისტემაში
= ERGONOMIC CONTROLS IN A SURGICAL LIGHTING SYSTEM : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2007 4031 B : (51) F 21 S 8/00 (IPC, 2006) /
სტივენ ჰ. რასი, ტერი ა. დრაბინსკი, ალან ჯ. გრეშლერი, იური კეზელმანი, დევიდ ჯესარანი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2007 02 12 #3.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 28 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 17 დამოკიდებული. ფიგურები: 9.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
განათების სისტემა განკუთვნილია საოპერაციოში გამოსაყენებლად, შეიცავს ერთ ან მეტ გამნათებელ ბლოკს, რომელთაგან თითოეული შეიცავს კორპუსს 28 და მისგან გამომავალ ფერსოს (50). სინათლის წყარო 38 მოთავსებულია კორპუსში. სახელური 36 გადის ფერსოს ქვემოთ და შესრულებულია მის მიმართ შემობრუნების შესაძლებლობით. ფერსოზე მოთავსებული განათების მარეგულირებელი მართვის ორგანო 60 უზრუნველყოფს სინათლის წყაროს მიერ გამოსხივებული სინათლის ინტენსიურობის რეგულირებას. სტერილური გარსაცმი 54, რომელიც შეიძლება მოთავსდეს როგორც სახელურზე, ისე ფერსოზე, უზრუნველყოფს მართვის ორგანოს ფუნქციონირებას ოპერატორის მიერ მასზე ცერი თითის დაჭერის საშუალებით.