ტრაქტორის საკიდი სისტემა
= HINGED TRACTOR SYSTEM : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5376 B : (51) A 01 B 59/04 (IPC, 2006) /
მალხაზ მირუაშვილი, ვლადიმერ მირუაშვილი, შორენა ქავთარაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 01 10 #1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 4.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სისტემა შეიცავს ტრაქტორის ჩარჩოზე 1 სახსრულად დამაგრებულ ცენტრალურ წევას 2, ქვედა გვერდით წევებს 3 და ტრაქტორის ჩარჩოსთან დაკავშირებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის ჩარჩოს 9. ცენტრალური წევა დაყენებულია სასოფლო-სამეურნეო მანქანის ჩარჩოზე ზემოქმედების შესაძლებლობით აღნიშნულ წევაზე დამონტაჟებული ცოციას 7 საშუალებით, რომელსაც გააჩნია სფერული ფორმის მიმმართველზე 6 გადაადგილების შესაძლებლობა. სფერული ფორმის მიმმართველი დამაგრებულია სასოფლო-სამეურნეო მანქანის ჩარჩოზე სამი ჰიდროცილინდრის 8 საშუალებით, რომლებიც ერთ წრფეზე არ არის განლაგებული. ჰიდროცილინდრები ტრაქტორის ჰიდროსისტემასთან მიერთებულია ტრაქტორის ჩარჩოზე დამაგრებული მკვეთარიანი ჰიდროგამანაწილებლების 11 საშუალებით.
5376 ge B 2012-01-10 published Sakpatenti
სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა ტრაქტორი საკიდი