აირადი საწვავის შეკუმშვის ხერხი ავტომობილის გასაწყობად და გასაწყობი მოწყობილობა მის განსახორციელებლად
= METHOD FOR COMPRESSING GASEOUS FUEL FOR FUELLING VEHICLE AND DEVICE FOR IMPLEMENTATION THEREOF : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5540 B : (51) F 17 C 5/06 (IPC, 2006) /
ალეკსეის საფრონოვსი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 05 25 #10.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 17 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 4 დამოკიდებული. ფიგურა 4.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ხერხი ითვალისწინებს აირის მონაცვლეობით მიწოდებას ვერტიკალურად განლაგებულ ორ შემკუმშავ ტევადობაში 1 და 2, შემდგომ აირს შეკუმშავენ და მაღალი წნევის ტევადობაში გადატუმბავენ შემკუმში ტევადობის წნევის ქვეშ სითხით 30 შევსებით, რომელსაც ახორციელებენ ჰიდროამძრავის 5 მეშვეობით, ახალს წარმოადგენს ის, რომ გამოგონების თანახმად შეკუმშვის თითოეულ ციკლს და აირის 29 შემკუმშავ ტევადობებიდან გადატუმბვას მათ სრულ შევსებამდე ახორციელებენ სითხით 30, რომელიც მოთავსებულია შემკუმშავ ტევადობებში 1 და 2 და მონაცვლეობით გადაიტუმბება ერთი ტევადობიდან მეორეში შემკუმშავი ტევადობის სრულ შევსებამდე. შემკუმშავი ტევადობები 1 და 2 აღჭურვილია ჩამკეტი მოწყობილობით 3, შეთავსებულს ტევადობების 1და 2 სითხით სრული შევსების გადამწოდებთან 4 და განთავსებულს შემკუმშავი ტევადობების 1 და 2 ყელებში.