წითელი ჩაის წარმოების ხერხი
= Method for Production of Red Tea : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GEP 2000 1998 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) /
ინგუშ ჭოლაძე, მირზა ჭოლაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 03 10 # 5.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ხერხი ითვალისწინებს ჩაის ფოთლის ღნობას, გრეხას, დახარისხებას, ფერმენტაციას ნედლეულში ტანინის საწყისი შემცველობის 30 -35% - მდე დაჟანგვით, ინფრაწითელი სხივებით დამუშავებას და შრობას. ფერმენტაცია წარმოებს ორ სტადიად, რომლის პირველი სტადია ტარდება 40 - 50 წთ -ის განმავლობაში, რის შემდეგაც მასა მუშავდება 50 - 60 C ტემპერატურის მქონე ცხელი ჰაერით ან ინფრაწითელი სხივებით 2 - 4 კვტ/მ სიმკვრივით 1,5 - 3 კგ/მ ჩაის მასის ხვედრითი დატვირთვისას 4 - 8 წთ -ის განმავლობაში ჩაის ფოთლის 30 -40% ნარჩენ ტენიანობამდე. ფერმენტაციის მეორე სტადია ტარდება 4 - 6 სთ -ის განმავლობაში. შრობა წარმოებს ინფრაწითელი სხივებით 6 - 9 კვტ/მ სიმკვრივით 2,5 - 4 კგ/მ ჩაის მასის ხვედრითი დატვირთვისას 6 - 12 წთ -ის განმავლობაში ან 80 - 90 C ტემპერატურაზე.