ხუციშვილი, სოლომონ, 1908-19??

აკაკი წერეთლის წერილები ივანე ელიაშვილთან / სოლომონ ხუციშვილი. - [თბილისი, 1941]. -

ამონაბეჭდი „თბ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის შრომები“-დან, 1941.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
გვ. 103. სათაურის ქვემოთ: „ყოველთვის კარგ და საყვარელ სოსოს სახსოვრად ს. ხუციშვილი. 8. VII. 41. თბილისი“.
იქვე ხაზგასმულია: „ივანე ელიაშვილისადმი“ და მიწერილია: „ივანელი“.
გვ. 105. ხაზგასმულია ადგილი და მიწერილია: „იხ. „ცხ. და ხ“. 1911, № 5. ი. გოგებ“.
გვ. 109. ხაზგასმულია: „ჩემი კრებული იბეჭდება და 1 მარტს გამოვა“, მიწერილია: „იხ. გვ. 113. კრებული 1910 არ გამოდიოდა. იქნება აპირებდა კიდევ გამოცემას???“
გვ. 110. მოხაზულია „კრებული“ პირველ სექტემბრამდი ვერ გამოვა“, მიწერილია: „1910. 22 მაისი“.
გვ. 111. მოხაზულია წერილი აკაკის ნაწარმოებთა ერთ-ერთ გამოცემაზე, მიწერილია: „ლაპარაკია „ჩემი ნაწერები“-ს გამო, (ცენზორმა რომ ამოიღო ვორონცოვი, იმის ნაცვლად)“. წერილში ხაზგასმულია „ჩემი საქმე პალატაში 15 ამ თვისას არის დანიშნული“..., მიწერილია „რა საქმეა?“
გვ. 113. ხაზგასმულია „ბრაილოვსკი პეტრე“..., მიწერილია: „ა. ბრაილოვსკის (ეტყობა პ. ბრაილოვსკის შვილია) წერილი „კომუნისტებისათვის“ („ერთობა“, 1920, № 183, 14 აგვ.)“.
გვერდით არშიაზე: „ბრაილოვსკზე იხ. ი. გოგებაშვ. წერილი „ცხ. და ხელ“. 1911, № 5“.
გვ. 114. შენიშვნაში: „პარიზშივე დაწერა აკაკიმ სამმოქმედებიანი სცენები „რეაქცია“. გადახაზულია: „სამ“ და ქვემოთ მიწერილია: „ოთხ. (ს. გორგაძეს სამმოქმედებიანი აქვს)“.
წიგნში დევს რვეულის ფურცელი, რომელზედაც წერია: „პეტრე ბრაილოვსკი. „Зак. речь“, 1910 წ. ბაქოელს მუშას, 30 დეკემბერი; გოგებაშვილის წერილი „ცხოვრება და ხელოვნება“, 1911 წ. № 5; ტარტაკოვზე „ივ.“, 1889, № 51“.



წერეთელი, აკაკი, 1840-1915 პოეტი,
ელიაშვილი, ივანე

ქართული ლიტერატურა წერილები

821.353.1