TY - BOOK AU - მაისურაძე, ი. TI - მასალები მესხური ლექსიკიდან PY - 1954/// CY - თბილისი KW - ენათმეცნიერება N1 - ამონაბეჭდი: ბათუმის პედ. ინ-ტის შრომები, ტ. 4, 1954; ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. კანზე: „ძღვნად ჩვენს საყვარელ პოეტს, ლექსიკოგრაფს, ქართული სიტყვის მეჩუქურთმეს და მგზნებარე დამცველს ი. გრიშაშვილს. ი. მაისურაძე. 20 VII. 1955. წ.“ იქვე: „ჩემს „ქალაქის ლექსიკას“ უნდა შევადარო. ი. გრ.“ გვ. 68. ხაზგასმულია: „ბადაბუდი“. მიწერილია: „დაბდაბუდა“. ხაზგასმულია: „ბენძღი“, მიწერილია: „ბღენძი – გაბერილი“. გვ. 69. ხაზგასმულია: „ბროიბროი“, მიწერილია: „სომხ?“. სიტყვას „ბოჭოჭუა“ მიწერილი აქვს: „ბაბაჭუა“. გვ. 70. „გაია, გარეკარი – გა. გარეგარი“. გვ. 71. „გნაცი-გნაც. (სომხ.) ქართულია – ქანცი“. გვ. 72. „დაბასმა – დაბასმული ლეჩაქი“. გვ. 73. „ადარანი – დარანიდან წარმოსდგება სომხ. სიტყვა „მატერნადარან“ ე. ი. ისტორიის მატიანეთა შემნახველი. ი. გრ. დარანი – თევზი დარანში დაიმალა“ . გვ. 76. „თავა-თუნუქის ოთხკუთხედი ფართო ტაფა ნამცხვრისათვის – რატომ ნამცხვრისათვის? ჩვენში ინდაურისთვისაც. (სომხ).“ გვ. 77. „თუხტი – ტუხტი – მცენარე“. გვ. 78. – კოტოში, მარცვლებისაგან დაცლილი სიმინდის ტარო – ? კოტოში უფრო გოგრისაგან, ყანწი, აყირო“. გვ. 79. „კოჭაობა – პარპაში, სიმდიდრისგან განცხრომით ცხოვრება – თამაშობა (საბავშვო). ლირფი – თამამი, პირწავარდნილი, თავხედი ადამიანი – სულ სხვა მცნებაა. ი. გრ.“ გვ. 80. „მაზა-მაგარ სასმელზე ხელდახელ მისატანებელი ცივი საჭმელი – ახსნა სუსტია. ი. გრ. მარალ-ხარის სახელია, ჰო-შ, მარალჯან, მარალ-მარალი ჯეირანია.“ გვ. 84. „ჟიჟმატი – ჟიჟმატი ძალიან წვრილი რამ. მაგ. პატარა თევზებზე იტყვიან“. გვ. 85. „სისივავაჲ – ბავშვის ენით, განაზებული ბავშვი – თისი – ვავა – მშიშარა“. გვ. 86. „ტარაბუა – ძაფის ამოსახვევი ხის მოწყობილობა – ტარაბუა „თავბრუ დამესხა“, იხ. დავით მესხის „სცენები“. გვ. 89. „ღარღალი – ქვების გროვა, ქვაყრილი – ღარღილი – გულში ჩარჩენილი შეუსრულებელი წადილი, სევდა.“ გვ. 90. „ყლარტი – დამცირებით: სუსტი, უსუსური – მყრალი სუნი“. გვ. 91. „შუშუტი – წისქვილის ღარის შევიწროებული ბოლო – შეშუდი, ვაჭრების ტერმინია, ასორტიმენტი. ჩალახეში – ბავშვის საწოლი, თივის ან ჩალის ლეიბი – ჩალახეში, აკვნის სალტები, ბავშვს რომ ამაგრებენ“. გვ. 92. „ცაცვი-ცაცია, ცალხელა – ცალხელა სუსტი ახსნაა. ცაცია – მარცხენა. მემარცხენე“. გვ. 93. „წაკულაკი – კურკოვანი ხილის წვრილი... – წაკულაკი, მხოლოდ მწვანე ჭერამს ეწოდება.“ გვ. 94. „წირანი – ჭერამი – წირანი, წმინდა სომხური სიტყვაა (ეს უნდა ამოვარდეს)“ ER -