თხზულებანი : ტ. 1 /
აკაკი წერეთელი.
- ტფილისი : ქართველთა ამხანაგობის გამოცემა N21 და მისივე სტ., 1893.
კანზე: „ი. გრ. კეთილი რჩევა, 115. გოდება ებრაელთა, გვ. 68. აღდგენილი სტრიქონი, გვ. 73, 74. გავასწორე, 179. გრ. ორბელიანი, გვ. 160, ბერანჟე და კუროჩკინი, გვ. 105“. თავფურცელზე: „ი. გრიშაშვილი. არეულია გვერდები 179“. გვ. გვ. 68–69 ჩანიშნულია ქაღალდის ნაჭრით. რომელზედაც წერია: „გოდება ებრაელთა“. გვ. 68. ლექსის „გოდება ებრაელთა“ სათაურთან: „აკაკის ეს არეულად აქვს თარგმნილი, იხ. რუსული ლექსი – 109, პროზა – 518.“ იმავე ლექსის ორ სტროფთან: გვ. 69. „აჰა გაკიცხვა, შერცხვენა მონის!“ და „მას ჩვენ ვერ მივსცემთ მტერს საკიცხავად“, მიწერილია: „მეტია“. გვ. 74. ლექსში „შიქასტა“ აღდგენილია: „ყოველ წუთში რუქას ნახავს ქართლის ტანჯვის გამომხატველს“, სქოლიოში: „იხ. წიგნაკი „სალამური“, 1882 წ., № 1. გვ. 4.“ გასწორებულია აღდგენილი სტროფის ბოლო სტრიქონი და მიწერილია: „უიმედობას გულის მომწყვლელს.“ გვ. 83. ლექსს „იმერული ნანინა“ მიწერილი აქვს: „ეს დაბეჭდილია II ტ.“ გვ. 105. ლექსს „ქმრის გოდება“-ს აქვს მინაწერები: „Плачущий муж.“ ეს დაბეჭდილია В. Курочкин-ის გვარით – ბერანჟე არ აწერია (იხ. სახუმარო კუპლეტ. „Мир веселый“, გვ. 114. აკაკიმ თარგმნა კუროჩკინიდან. ი. გრ.“ გვ. 111. ჩანიშნულია ქაღალდის ნაჭრით, წარწერით: „ბერანჟე.“ იქვე ლექსს „ნინო“ მიწერილი აქვს: „ბერანჟედან არის? ი. გრ.“ გვ. 113. ამავე ლექსის ბოლოს: „იხ. გვაზავას „მარო“, გვ. 37.“ გვ. 141. ლექსის „ახ...ს“, ბოლოს: „იხ. „ნიშადური.“ გვ. 160. ლექსთან „ფარშევანგი“ „გრ. ორბელიანზე?“ ბოლო სტრიქონის მაგივრად წერია: „ეს დათვი ორ-ბელიანი.“ გვ. 179 და 177 არეულია. გვ. 177. აღდგენილია: „მღვდელმა ტყვილა ვის უწერა?“ წიგნის ბოლოს სარჩევში ზოგიერთი ნათარგმნი ლექსის სათაურს მიწერილი აქვს ავტორთა გვარები. წიგნში დევს 1938 წ. 8 იანვ. № 6 „Заря Востока“, სადაც მითითებულია ნ. ნეკრასოვის გარდაცვალებიდან 60 წლისთავისთვის მიძღვნილი სტატიები და აკაკი წერეთელის წერილი ნეკრასოვის შესახებ. გაზეთზე მიწერილია „აკაკი და ნეკრასოვი.“