რჩეული ნაწერები : ტ. 4 /
აკაკი წერეთელი ; წინასიტყვ. ავტ. კოტეტიშვილი ვ..
- სახელგამი, 1928 (პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ.).
- XXV, 338 გვ.
ტ. 4. [ვახტანგ კოტეტიშვილის შესავალი წერილით]. 1928. კანზე: „ი. გრ. 1928 წ. 16/I. ა. ჭ-ძეს, 138. გრამაფონისთვის, 304. „გოდება ისრაელთა“, 97. აკაკი გარდაიცვალა 1915, 26 იანვარს. დაიბ. 1840, სულიკო. 149. გასწორებული, გვ. 98. გ. სუნდუკიანიც, 723. იხ. ჩემი შენიშვნა, გვ. 203. გორო, ქართლის შუა გულო, გვ. 302. შეცდომა თარიღებში, გვ. 72, 94.“ კანის მეორე გვ.: „დამეხსენი ოსმალელო, გვ. 93.“ შმუცტიტულზე: „ალ. ჭ-ძეს“, 138. ეს ლექსი დაიბეჭდა „დროებაში“, 1882, № 181. ალ. ჭ-ძის მიბაძვა, გვ. 16, გვაზაური, 315, 319, (№ 501). სუნდუკიანცს, 312, 323, 330. ს. ფირცხ., 318. ჩრდილოეთს, გვ. 96. ი. ჭავჭავაძის მიბაძვა, გვ. 257. არ არის დაბეჭდილი „მუშებო, თქვენი ჭირიმე“, გვ. 180, გვ. 317, № 465. ოი ამას-120“. თავფურცელზე: „ი. გრ. 1928. 10/I“. გვ. 16. ლექსს „სიყვარული“ მიწერილი აქვს: „ჰგავს ა. ჭ-ძეს. კარგია“. გვ. 72. ლექსის „მუხამბაზი“ ბოლოს თარიღს „1892“ აქვს მიწერილი: „შეცდომაა. 1872 წელს არის დაწერილი. ი. გრ.“ გვ. 93–94 ლექსს „თვითმპყრობელობას“ მიწერილი აქვს: „მტარვალებს. კარგია.“ და ბოლოში: „იხ. „სამწერლო თაიგული“, 1880 წ., № 1. ი. გრ.“ გვ. 97–98. ლექსს „გოდება ებრაელთა“ მიწერილი აქვს: „გოდება ქართველთა“ პირველად დაიბეჭდა „ცისკარში“, 1863, № 2. იხ. შენიშვნა გვ. 289“. ბოლოს მიწერილია: „ივერია“, 1901 წ., № 213. ამ ლექსს წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს და საგანგებოდ ამ იუბილესათვის დაწერა. საქართ. და რუსეთის შეერთების 100 წ. იუბილეს დროს დაწერილი. აქ ქართველი მამულიშვილის განცდა და აღშფოთებაა რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. რუსეთი – ბაბილონი, ებრაელები – ქართველები, ლექსი საფუძვლიანად არის გადაკეთებული. უფრო იდეაა აღებული ბაირონიდან. იხ. ამ წიგნის გვ. 289. ბაირონს აქვს მთელი სერია მელოდიებისა. აკაკიმ შეაფარა თავი ბაირონს და ქართველი მეამბოხის სული სჩანს. ეს ლექსი გადაბეჭდა რ. ხომლელმა თავის ჟურნალში. (იხ. „ცხოვრება, 1916 წ. № 5 გვ. 11)“. გვ. 120. ხაზგასმული ლექსის „გურული ნანინა“ სტრიქონი და მიწერილია: „ოი ამა“. გვ. 138. ჩანიშნულია ლექსი „თ-დი ალექ. ჭავჭავაძის საფლავზე“, მიწერილია: „ეს აღდგენილი მაქვს“ და ლექსის ბოლოს: „შუამთა. იხ. „დროება“, 1882 წ. № 181.“ ლექსებს „პოეტი“, გვ. 142, „ავადმყოფი მგოსანი“გვ. 144 მიწერილი აქვს: „კარგია“. გვ. 149. ლექსს „სულიკო“ მიწერილი აქვს: „კარგია“ და „კვალი“, 1895, 9 ივლ., № 29.“ გვ. 174. ლექსის „გაზაფხულის“ ბოლოს: „იხ. გვ. 299.“ გვ. 203. ლექსთან „ეჰ ქართველო, აბა მითხარ, ვინა ხარ?“ მიწერილია: „ეს ლექსი მიბაძვაა ი. კერესელიძის ლექსისა. (ლექსის აზრი ორივესი ერთნაირია). „ჰე ქართველო, რა კაცი ხარ! ეს რასა ჰგავს ერთი მითხარ და სხვ.“ (იხ. ზ. ჭ-ს „სალამური“, 1882 წ., № 1, გვ. 9). ი. კერ. ლექსი დაწ. 1867 წ. ი. გრ.“ გვ. 243. ლექსის „ახლანდელი სიმღერა“ პირველი სტრიქონი ხაზგასმულია და მიწერილია: „ყარამანიანიდან“. ი. გრ.“ გვ. 257. „პატრიოტი“ მიწერილი აქვს: „ჩვენისთანა ბედნიერი გვ. 271. ლექსს „ალბომში“ მიწერილი აქვს: „ანასტ. მაჩაბლისას.“ გვ. 287. აკაკის ლირიკის ქრონოლოგიურ სიაში, ორ ლექსს მიწერილი აქვს: „ვარსკვლავივით“ აქ დაბეჭდილია“. ლექსს „რტო პალესტინისა“ მიწერილი აქვს: „აკაკის პირველი ლექსი“. გვ. 290. ლექსს: „ვედრება: ძმაო მკითხველო“, მიწერილი აქვს: „ასეთი ლექსი ი. კერესელიძეს აქვს.“ ლექსის სათაურის „იეფთაის ასული“-ს შესწორების მიზნით სქოლიოში მიწერილია: „იეფი ფასის ასული.“ აქვე ლექსში „პასუხი კ. ბ. ჯ.“ გახსნილია კრიპტონიმი: „ბარბარე ჯორჯაძე“. ლექსის „ყველასათვის კარგი მსურს“ შესახებ ხაზგასმულია: „ცისკარი“ და მიწერილია: „იქ სრულია“. გვ. 292. ლექსს [„მზემან იცის დაჭირება“] შენიშვნებში მიწერილი აქვს: „დაჭირებამ – გაჭირება“. გვ. 293. მოხაზულია ლექსის „სიზმრად ვნახე შენი გული“ შენიშვნა და მიწერილია: „იხ. გვ. 289, № 32 და „ნიშადურ.“ გვ. 295. ლექსებს „ახალგაზრდა ქალი ბროლობს და ლალობს“, „სილამაზით პეპელა ხარ ხატისა“, მიწერილი აქვს: „კარგია. რატომ არ არის.“ გვ. 296. ლექსის „მებოძა თქვენი ბრძნული წერილი“ წინ ხაზგასმულია: „კოლხიდელს“ და მიწერილია: „გრ. დადიანი“. გვ. 297. ხაზგასმულია ლექსის „ნეტავი ჩიტი ვიყო“ სათაური და მიწერილია: „რატომ არ არის“, იქვე ლექსის „იავ-ნანა, ვარდო-ნანა“-ს შემდეგ, ხაზგასმულია: „ვოდევილში“ და მიწერილია: „თუ კომედიაში. ი. გრ.“ გვ. 299. ლექსთან „დღიურ სიცხადით გულდაჩაგრულსა“ მიწერილია: „რატომ არ არის.“ გვ. 301. ლექსის სათაურს „გლეხისა და თავადის ბაასი“ ხაზი აქვს გასმული და მიწერილია: „საინტერესო ლექსია“. გვ. 302. ლექსების სათაურს „ტყუილ მგოსანს, ანუ ცრუ მგოსანს“ და „სიმართლე“-ს მიწერილი აქვს: „აქ რატომ არ არის მერე?“ გვ. 304. ლექსს „ლხინი“ მიწერილი აქვს: „გრ. ორბელიანის მიბაძვა.“ ლექსთან „ახალი სიმღერა“ მიწერილია: „ეს ლექსი გრამაფონშიაც არის“. გვ. 306. ლექსს „ნინოობას“ მიწერილი აქვს: „სად არის შოთას საფლავი“. გვ. 307. ხაზგასმულია ლექსის სათაური „სოფლური“ და მიწერილია: „გ. ქუჩიშვილსაც აქვს“. ლექსს „განთიადი“ მიწერილი აქვს: „დ. ყიფიანს“. აქვე ხაზგასმულია: „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“ და მიწერილია: „რატომ არ არის?“ გვ. 308. ხაზგასმულია ლექსი „პასუხი“ და მიწერილია: „რატომ არ არის“. გვ. 309. ხაზგასმულია: „რას წუწკუნებს ეს პატარა მურია“ და მიწერილია: „რატომ არ არის“. გვ. 310. ლექსში „გამოცანები“ ხაზგასმულია: „ფოღ და ჟამანაკ“ და გადათარგმნილია: „ფული და დრო“. გვ. 312. ხაზგასმულია: „კ. უმანეცის ალბომში“ და მიწერილია: „იხ. „ფასკუნჯში“. მოხაზულია: „სიმღერა პერანგის გამო“ და სქოლიოში მიწერილია: „ეს სთარგმნა შემდეგ ი. ევდოშვილმა.“ გვ. 313. ხაზგასმულია: „ვაჭრული ჭკუა“ და მიწერილია: „პოემა“. გვ. 314. ლექსთან „ორი ექსპრომტი“ ხაზგასმულია: „იხ. თ. მაგმაძის „ჭოლოკი“ და მიწერილია: „ილია ჭყონია. ეს მაქვს“. გვ. 315. დანიშნულია ლექსი „ყიზილბაშური (ველიჩკოდან)“ და მიწერილია: „ეს ლექსი გამოსარკვევია. ველიჩკოდან კიდევ აქვს თარგმანი მშვენ. თამარის შევარდენი. (გორის ციხე). იხ. კირიონის „სიტყვ. ისტორია“. გვ. 319. ხაზგასმულია: „მეჩანგურე“ და მიწერილია: „პორნოგრაფია“. გვ. 321. მოხაზულია სათაური: „ქართველ ქალს“ და მიწერილია: „ტასოს ქალს, ივანეს ქალს“. გვ. 324. ლექსს „მომაკვდავის ფიქრები“, სქოლიოში მიწერილი აქვს: „ეს ლექსი დაიბეჭდა აკაკის „კრებულში“. („ჩემი ნაწერები“, ქუთაისი, 1913 წ.). მაგრამ ცენზორმა ამოსჭრა და აღარ დაბეჭდილა. (მე ვნახე ის ლექსი საცენზ. საქმეებში)“. გვ. 325. მოხაზულია სათაური „ალბომში (ტასო ბაგრატიონისას)“ და მიწერილია: „ივ. მაჩაბ. ცოლს“. ხაზგასმულია: სათაური „ბეჟანს (წერეთელს)“ და მიწერილია: „პორნოგრაფია“. გვ. 328. ხაზგასმულია სათაური „კახეთში“ და მიწერილია: „ნაწყვეტი ოცნებისა“. იქვე ხაზგასმულია: „კუხ! კუხ- კუხ!“ და მიწერილია: „ეს ლექსი ცენზურამ აკრძალა. იხ. „ჩემი მოგონებანი“. ხაზგასმულია: „მეუნარგია (სალომე იონას ასული)“ და მიწერილია: „არისტო ჭ-ძის სატრფოს.“ გვ. 329. ხაზგასმულია სათაური „პარიზი“ და მიწერილია: „ეს ლექსი შეიძლება დაიბეჭდოს“. გვ. 331. ხაზგასმულია: „ჩემი თავგადასავალი“ და მიწერილია: „პოემა“. ხაზგასმულია: „ცის მახლობლად“ და მიწერილია: „ივერია“. ხაზგასმულია „ხარაბუზა ღენერალს“ და მიწერილია: „ეს დავბეჭდე.“ გვ. 335. სარჩევში ხაზგასმულია: „თ-დი ალექ. ჭავჭავაძის საფლავზე“ და მიწერილია: „ეს აღდგენილი მაქვს“. გვ. 336. მოხაზულია VI თავი და მიწერილია: „ეს თავი სატირაა (იხ. 285). ჩაემატოს „ჩვენი მიხაკა“ (ლორის მელიქოვს). იხ. „სიტყვა და საქმე“, 1934, № 1“. გვ. 338. ტექსტის ბოლოს მიწერილია: „აკაკის ფსევდ. „იმერელი“, „ალექსანდრე სამარიძე“, „ს. ლი“ (ლერმონტოვიდან)“. წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „1. ოი, ამას ვენაცვალე. 2. ეიფელის კოშკი. 3. ჩონგურს სიმები გავუბი. 4. ახალგაზრდა ქალი ბროლობს და ლალობს. 5. სილამაზით პეპელა ხარ“. მე-3 გვ. „ცალკე წიგნად რომ გამოვა შევიდეს: 1. ალბომში, 271. 2. ალბომში, 274.“ წიგნში დევს ფურცელი, ხელნაწერი ლექსით „გოდება ისრაელთა“ მინაწერით: „ეს ლექსი ვიყიდე ბაზარზე, დაწერილი იყო აკაკის ერთ-ერთ ტომზე. ი. გრ. 1938. 4/VI“. წიგნში დევს ორი კონვერტი წარწერებით: „1. აკაკის ერთი ლექსის [გოდება ისრაელთა] გამო“, მიწერილია: „აკაკის ტ. IV. იხ. საიუბილეო გამოცემა გვ. 98 და 289.“ 2. მეორე კონვერტში მოთავსებულია ამონაჭრები გაზეთებიდან და კალენდრის ფურცლები აკაკის ლექსებით – მინაწერებით და შენიშვნებით აკაკის IV ტომზე. ამავე კონვერტში დევს რვეულის ფურცელი, რომელზედაც წერია ლექსი „მესტვირული“, სათაურის ზევით მიწერილია: „დროება“, 1884, № 41“.