ქვარიანი, სიმონ, 1868-1946
დიდი მოურავი : ისტორიული რომანი /
სიმონ ქვარიანი.
- საბლიტგამი, 1940.
- 376გვ. : პორტრ. ; 22სმ.
დანართი: ძველი უცხო სიტყვების ახსნა, გვ. 369-373.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე: „ი. გრ. (ლექსიკონით)“.
ფორზაცზე: „1. ლექსიკონში შეცდომებია. 2. ზარბაზანი, 58.“ გვ. 58. ხაზგასმულია: „ზარბაზანი“, მიწერილია: „ზარბაზანი როდის შემოვიდა?“
გვ. 369. ხაზგასმულია: „ბირბაში – თურქეთის პოლიციელი“. არშიაზე: „თავი (ბაშ.)“ სიტყვა „გეთ – წადი“-ს გასწვრივ მიწერილია: „(თურქულია)“. ხაზგასმულია: „დაფიონი – ალიონი“, „დარილი – მწვავე შურისძიება“.
გვ. 370. ხაზგასმულია: „დელიბაში – თავზეხელაღებული“, მიწერილია: „(დალი – გიჟი)“, ხაზგასმულია: „თალარი – პაწია კოშკი“, მიწერილია: „ყურძნის ფოთლების ფანჩატური“. ხაზგასმულია: „იახში“ და მიწერილია: „თურქ.“ ხაზგასმულია: „კაპადონი – წიგნი“, მიწერილია „წიგნის გვერდი, წიგნის ნაწიბური“.
გვ. 371. სიტყვა: „მათარას“ მიწერილი აქვს: „ტყავის ჭიქა“.
გვ. 372. ხაზგასმულია: „მთის მაყვალი“, მიწერილია: „მალინა.“
გვ. 373. ხაზგასმულია: „ქუქანგი – წყალსადენის გამყვანი“ და მიწერილია: „თიხა?“ ხაზგასმულია: „ღოროტოტო“, მიწერილია: „სადაური სიტყვაა.“ მოხაზულია: „ყული“ და მიწერილია: „მონა“.
20მ.
ქართული ისტორიული რომანი
821.353.1-311.6