რუსთაველი, შოთა, 1160-12??

ვეფხვის-ტყაოსანი / თქმული შოთა რუსთველისაგან ; გამოცემა მეხუთე გიორგი წერეთლის და დიმ. ყიფიანის. - 1867 - 232, II გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. №3277–3279 - ყდის მე-2 გვერდზე: „ი. გრ. მეხუთე გამოც.“. იქვე: „კორექტ., 152 გვ.“ კანზე: „V გამოც. გიორგი წერეთლის და დავ. ყიფიანის გამოც. (იხ. ს. კ.[აკაბაძის] „ვეფხის ტყაოსანი“, გვ. CXLIII. იქვე: „დ. ჩარკვიანის გამოცემა და იხ. 1887 წ. გამოც. წინათქმა“. ტექსტის შემდეგ თავისუფალ გვერდზე წერია: „ლექსიკონი აღმიდგინა ა. გაბუნიამ. 1935. 1/X.“ წიგნის ყდა ტვიფრული ტყავი. ყუაზე ამოკვეთილია: „ვეფხის ტყაოსანი“. მეორე ცალს აკლია მე-11 გვ. ყდის მე-2 გვერდზე: „დუბლ, V გამოცემა. კორექტურა მესტამბის დაუდევრობით, გვ. 152. ი. გრ.“ გვ. 163. ხაზგასმულია: „ბეჯითურთ“ და სქოლიოში შესწორებულია სიტყვით: „ბეჭტითურთ“. გვ. 225. ხაზგასმულია და გადაშლილია სიტყვა: „იქები“ და შეცვლილია სიტყვით: „აწები“. წიგნში დევს ამონაჭერი უცნობი გაზეთიდან სათაურით: „ვეფხისტყაოსნის“ ახალი პოეტური თარგმანი“. სათაური ხაზგასმულია და წერია: „რუმინულ ენაზე. 1957“.

წიგნს ახლავს "მოკლე განსამარტებელი ლექსიკონი". ლექსიკონისათვის გამოყენებულია ბროსეს, ჩუბინოვისა და ფალავანდიშვილის "ვ.-ტ." ს 1841 წ. გამოცემის ლექსიკონი.

ქართული ლიტერატურა ქართული პოემა

821.353.1-13