ერისთავი, რაფიელ, 1824-1901

თხზულებანი : ტომი 2 : პოემები / რაფაელ ერისთავი ; შალვა რადიანის რედ., წინასიტყვ. და შენიშვნებით. - ტფილისი : სახელგამის გა-მა და მე-3 სტ., 1936. - XIII, 210 გვ. : სურ. - ქართული კლასიკური მწერლობა .

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
სუპერზე: „გარეგნობა 174“.
ფორზაცზე: „შეცდომები 157. 165“.
შმუცტიტულზე: „ი. გრ. 1936 წ., 9/XI. საკამათო 1. გვ. 208. 2. გვ. XIII. 3. 66.“
წინასიტყვაობაში ჩართული პირველი გამოცემის თავფურცლის რეპროდუქციას აწერია: „ეს უალაგო ალაგასაა ჩაკერებული“.
გვ. 66. ხაზგასმულია: „ბრძანებს: „ჩემმა ძმამ შექცევა სხვა თუ ჰპოვა ღირსია“, მიწერილია: „აკლია. ი. გრ.“
გვ. 157. პოემაში „ძუნწი გმირი“ ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „კარგია“. მოხაზულია: „ივანე“, მიწერილია: „შავი ასოებით არ უნდა. ისე გამოდის თითქოს ამ სიტყვებს ივანე ლაპარაკობდეს. „კრებულში“ 1872 წ. № X–XI–XII გვ. 5. იქ ივანე შავით არ არის აწყობილი“.
გვ. 158. ხაზგასმულია: „ატლას-ბამბითა“, მიწერილია: „ატლას-ბაბთითა“.
გვ. 160. მოხაზულია: „ალბერ: შენ ჩემო თავო!“ წინ უწერია: „ვაი“.
გვ. 161. მე-2 აბზაცში გასწორებულია კორექტურული შეცდომა, მიწერილია: „კრებულში“ რომ დაიბეჭდა იქ… „გაგცემდი“. მოხაზულია სიტყვა „ღორო“. მიწერილია: „ძაღლო“.
გვ. 162. 1-ლ აბზაცთან მიწერილია: „სუსტია“.
გვ. 164. მე-2 აბზაცთან მიწერილია: „გაგრძელებულია“.
გვ. 165. მიწერილია: „ალბერ: გადიო შე ძაღლო, გადი აქედგან!..“ ასეა „კრებულში“, 1872, № X–XI, გვ. 18“.
გვ. 208. შენიშვნები „ასპინძის ომის“ გარშემო მთლიანად მოხაზულია, მიწერილია: „კიდევ დაიბეჭდა „ცისკარში“, მგონი „ივერიაში“ მეორედ იყო“. პოემა „თამარიანის“ შენიშვნაში მოხაზულია: „1887“, „დიდხანს“, მიწერილია: „ერთი წელი დიდი ხანია?“.
გვ. 209. მოხაზულია მთელი აბზაცი და მიწერილი: „კრებულში“ კარგადაა. აქ შეცდომები. შეადარე?“. ამავე გვერდზე ზღაპრის „ოქროს თევზი და მებადური“ შესახებ მიწერილია: „რაფ. ერისთავის ეს ზღაპარი დაიბეჭდა ბევრჯერ. 1… 2. ივ. როსტ.“
წიგნში ჩადებულია რეცენზია რ. ერისთავის ლექსებზე მინაწერით: „საბჭოთა აჭარა“, 1936 წ., № 102“.


დანართი: "დამატება" (191-209 გვ.). ტექსტში: რ. ერისთავის თხზ. ძველი გამოც. თავფ.

ქართული პოემები

821.353.1-11