ზედაპირზე რიცხობრივი ინფორმაციის კოდირების მოდელი და მარკირების და წაკითხვის ხერხები = PATTERN FOR ENCODING DIGITAL INFORMATION ON A SURFACE, AND MARKING AND READING METHODS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2016 6461 B : (51) G 06 K 19/06 (IPC, 2006) / დეივ ვიუისტინე, ერიკ დეკუ. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2016 04 11 № 7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 46 გვ. ; მუხლები: 7 დამოუკიდებელი; 47 დამოკიდებული; ფიგურა: 6.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ზედაპირზე რიცხობრივი ინფორმაციის შემცველი ერთეულის კოდირების მოდელი, რომელიც მოიცავს სიმბოლოთა სიმრავლის სპეციფიკურ წყობას (P1), რომლებიც განეკუთვნება სიმბოლოთა ნაკრებს (ENS1). წყობის თითოეული სიმბოლო გამოიყენება აღნიშნული რიცხობრივი ინფორმაციის შემცველი ერთეულის ნაწილის კოდირებისთვის. ამასთან, თითოეული სიმბოლო მოიცავს ელემენტების (E1, E2) მინიმუმ ერთ დიფერენციალურ წყვილს, რომელიც სპეციფიკურადაა განლაგებული. თითოეული ელემენტი ხასიათდება პარამეტრით, თითოეული დიფერენციალური წყვილის პირველი ელემენტის პარამეტრს აქვს პირველი სიდიდე და თითოეული დიფერენციალური წყვილის მეორე ელემენტის პარამეტრს აქვს მეორე სიდიდე, რომელიც განსხვავდება პირველი სიდიდისგან.

6461 ge B 2016-04-11 published Sakpatenti

ინფორმაცია კოდირება მოდელი