იზოტოპურად შეცვლილი ოპტიკური ბოჭკო = ISOTOPICALLY ALTERED OPTICAL FIBER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2016 6462 B : (51)G 02 B 6/02 (IPC, 2006) / ჯეიმს, დალტონ ბელი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2016 04 11 № 7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 43 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 22 დამოკიდებული; ფიგურა: 10.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ოპტიკური შუქსატარი შეიცავს გარსის შრეს, რომელიც შესრულებულია მაღალი სისუფთავის მინისაგან, ან გარსის შრეს, რომელიც შესრულებულია მოდიფიცირებული იზოტოპური შედგენილობის მაღალი სისუფთავის მინისაგან, და ბირთვს, რომელიც შესრულებულია მოდიფიცირებული იზოტოპური შედგენილობის მაღალი სისუფთავის მინისაგან, ამასთან, ბირთვის მინის გარდატეხის მაჩვენებელი აღემატება გარსის მინის გარდატეხის მაჩვენებელს. ბირთვის მოდიფიცირებული იზოტოპური შედგენილობის მაღალი სისუფთავის მასალა შეიცავს Si-29-ის იზოტოპურ წილს, რომელიც არ აღემატება აღნიშნულ ბირთვში არსებული სილიციუმის ყველა ატომის 4,447%-ს (ატომი/ატომი), ან Si-29-ის წილს, რომელიც შეადგენს ბირთვში არსებული ატომების, სულ ცოტა, 4,90%-ს (ატომი/ატომი), ან შეიცავს Ge-73 იზოტოპურ წილს, რომელიც არ აღემატება აღნიშნულ ბირთვში არსებული გერმანიუმის ყველა ატომის 7,2%-ს (ატომი/ატომი), ან შეიცავს Ge-73-ის წილს, რომელიც შეადგენს ბირთვის აღნიშნულ არეში არსებული გერმანიუმის ატომების, სულ ცოტა, 8,18%-ს (ატომი/ატომი).

6462 ge B 2016-04-11 published Sakpatenti

ოპტიკა შუქსატარი ოპტიკური ბოჭკო კვარცი