რადიანი, შალვა, 1904-1977

ლიტერატურული პორტრეტები / შალვა რადიანი. - თბილისი : საბჭოთა მწერალი, 1953. - 289 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყდასა და ფორზაცზე: „ი. გრ. 1953. 30. X. გვ. 137“.
გვ. 137. სათაურის ზემოთ: „1. დაჯილდოება? 2. იუბილე, 3. აკადემიკოსობა?“
წერილის ბოლოს მიწერილია: „ჩემი ენა, ნამდვილი ქართული ენაა, როგორც ილიასი, გოგებაშვილისა, აკაკისა და ივ. მაჩაბლისა, – შედარება არს მოგიხდენიათ, ამხანაგო შალვა, და კერძო ინტერესით აღჭურვილ ადამიანს ენდობით! არ გეკადრებათ! ი. გრ. 1953. I. XI“.
იქვე გაზეთიდან ამოჭრილი შალვა რადიანის წერილი „იოსებ გრიშაშვილი“ მინაწერით: „ლიტ. საქართ“. 1938 წ., № 32“.


შინაარსი : გალაკტიონ ტაბიძე ; გიორგი ლეონიძე ; ლეო ქიაჩელი ; შალვა დადიანი ; იოსებ გრიშაშვილი ; კონსტანტინე გამსახურდია ; ალიო მირცხულავა ; დემნა შენგელაია ; კონსტანტინე ლორთქიფანიძე ; გრიგოლ აბაშიძე ; გიორგი ქუჩიშვილი.

ქართული ლიტერატურის ისტორია და კრიტიკა

821.353.1.09