ერისთავი, დავით, 1847-1890

თავ. დავით ერისთავის დრამატიული ნაწერები / დავით ერისთავი ; [წინასიტყვ. ავტ.: ი. მეუნარგია]. - ქართულ დრამატიულ საზოგადოების გამოცემა, 1910 [კანზე: 1907]. - LIII, 467 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 1463-1467 -წიგნი ყდაშია ჩასმული. ყუაზე ოქროს ასოებით: „დ. ერისთავი. ნაწერები. გრიშაშვილი“.ფორზაცის ბოლო გვერდზე დაწებებულია დ. ერისთავის პატარა პორტრეტი. კანის მე-2 გვ.: „გიება“, გვ. XXV“. იქვე: „დ. ერისთავის ნაწერები და ბიოგრაფია“ – ამ სათაურით იხ. გიორგი თუმანიშვილის წერილი („თემი“, 1911, № 36) ი. გრ.“ფორზაცზე: „არსენას ლექსი გამოეცით, გვ. 466. სიმბორსკი – XLII“. იქვე: „პიესა „სამშობლოს“ გარშემო აყაყანდნენ ტფილისის რუსი მწერლები და ხულიგნები: პირველი ქვა ისროლეს ოპოჩინინმა და თხორჟევსკიმ. (იხ. „Гусли“, 1882 წ., № 5, 8, 9, 12). ამან მისცა საბაბი „Москови“-ს უწყებას. მან საშინლად დასცინა ქართველებს („Моск. вед.“, 1882 წ., 3 თებ.). ეს ოპოჩინინი და თხორჟევსკი დ. ერისთავის მეგობრები იყვნენ „Фаланга“-ში და როცა „ფალანგა“ დახურა მთავრობამ (1881), მაშინ დ. ერისთავმა გამოითხოვა „Кавказ“-ის რედაქტორობა (1882 წლიდან). ალბად ეს ეწყინათ ამ „მეგობრებს“ რომ რედაქტორად ქართველი დანიშნეს და არა ერთი ამათგანი და დაუწყეს დევნა დავით ერისთავს. ი. გრ. 1933. 10/X“..თავფურცელზე ხაზგასმულია ბეჭდილობის ცნობები და მიწერილი: „ეს სხვა გამოცემიდანაა – რაშია საქმე? ი. გრ.თავფურცელზე ბეჭედი: „ქუთ. ქართ. დრ. საზოგ. ბიბლიოთეკა №…“სარჩევში კომედიას „სადაო მფლობელობა“ მიწერილი აქვს: „(ანუ გემრიელი ლუკმა)“ და შენიშვნის სახით ჩამოტანილი: „ეს სათაურიც ჰქვიან: „გემრიელი ლუკმა“ (კრილოვისა)“. პიესების სახელწოდებებს მიწერილი აქვს თანმიმდევრობით ავტორები: „1. სარდუ. 2. ნევეჟინი. 3. ორიგინალი. 4. კრილოვის. 5. კრილოვის. 6. გადმოკეთ. 7. კრილოვის თარგმ. 8. კრილ. 9. სოლოგუბ.“ კომედიას „საძაგელი“ მიწერილი აქვს: „ანუ ვეშაპი“.სარჩევის ბოლოს მიწერილია: „11. „გეო მინას და კამპანია“. (ხელთ.) 12. „მშვენიერი ელენე“. (იხ. „კრებული“) ოპერა ოფენბახისა. 13. „პარიზელი ბიჭი?გვ. I. შესავალი წერილის სათაურის წინ: „ცოლად ჰყავდა დ. ერისთავს დავით სარაჯიშვილის დაჲ“. დ. ერისთავის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს მიწერილი აქვს „[43 წლის იყო, იხ. გვ. LII“. ამ გვერდზე მოხაზულია: „გარდაიცვალა… დაბადებიდან 53 წლისა“ და მიწერილი „43 წლისა. ი. გრ. [გ. თუმანიშვილი ასწორებს]“.გვ. II. ხაზგასმულია: „ჯერ კიდევ ანაბანას სწავლობდა დვანაძისაგან“… არშიაზე: „გ. დვანაძე, აქტიორი, მოლექსე“.“გვ. III. მეორე აბზაცში „ვანო ერისთავს“ ჩამატებული აქვს: „ელიზბარის ძე“.გვ. IX. ხაზგასმულია: „ბაღში ვარდი რად მინდოდა“. არშიაზე: „სკანდაროვას ლექსი“. გვ. XII. ბოლოში მიწერილია: „ეს წერილი მგონი სიმონ ხუნდაძეს აქვს“.გვ. XIV. რკალშემოვლებულია „სიმბორსკი“. არშიაზე მიწერილია: „თავი მოიკლა“.გვ. XV. რკალშემოვლებულია „კობიაკოვი“ და არშიაზე მიწერილი: „ამის წერილებია რუსულად „ტფილისის თეატრები“.გვ. XVII. მოხაზულია ლექსი რუსულ ენაზე, არშიაზე: „იხ. Гусли“, № 2, 1882“.გვ. XXIX. ხაზგასმულია: „გეო, მინას და კამპანია“ და არშიაზე მიწერილია: „გეო, მინას და კამპანია“ დაკარგულად უნდა ჩაითვალოს. შენახულია მხოლოდ მინასას გადანაწერი როლი ვ. აბაშიძის ხელით (იხ. რუსთ. თეატრის ბიბ-კა) ი. გრ.“ იმავე აბზაცში ხაზგასმულია: „მშვენიერი ელენე“ და მიწერილია არშიაზე: „მშვენიერი ელენე“, იხ. „ალმანახი“, 1879, ტ. I. იხ. რუს. კატ. გვ. 235“.მესამე აბზაცში ხაზგასმულია: „[უბეჭდავდა] გექტოგრაფით“ და მიწერილი: „(მართალია)“.გვ. XXIX. უკანასკნელი ორი აბზაცი, გვ. XXX–XXXI მოხაზულია და არშიაზე მიწერილი ყოველ გვერდზე: „კ. მესხი“.გვ. XXXIII. ხაზგასმულია: „დავითს დიდი ხნიდან მოსწონდა სარდუს პიესა“. არშიაზე: „იხ. კერძო წერილები კოლა რევ. ერისთავთან.“გვ. XXXV. ხაზგასმულია სამი სტრიქონი დაწყებულია სიტყვებით: „პირველი წარმოდგენა“… მიწერილი: „დაიწვა?იმავე გვერდზე ხაზგასმულია: „გალლერეიდან ჩამოსული ბრბო“, არშიაზე მიწერილია კითხვის ნიშანი.გვ. XXXVII. ხაზგასმულია მესამე აბზაცში „ფალანგაში“ და მიწერილი: „მგონი 1882 წ. „ფალანგა“ არ გამოვიდა“. მეორე მხარეს მიწერილია: „ფალანგა“-ში კი არა „Гусли“-ში (1882 წ., № 5, გვ. 2)“, რუსულ ლექსს მიწერილი აქვს: „(Гусли, 1882, № 5)“. შემდეგ აბზაცში „ფალანგაში“ მოხაზულია და მიწერილი: „Гусли“. აბზაცის ბოლოს მიწერილია: „(იხ. „Гусли“, 1882 წ., № 8, გვ. 14). ი. გრ.“ მოხაზულია ხუთი სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „ყველა ამის შედეგად“… და არშიაზე მიწერილი: „ამის მასალა არხივშია. ი. გრ.“გვ. XXXVIII. მეორე აბზაცში ხაზგასმულია: „სამწერლო“. არშიაზე მიწერილი: „სალიტერატურო“.გვ. XLI. ხაზგასმულია: „Святая Нина“. ჩემის გეგმით შედგენილი“. არშიაზე: „ი. კერესელიძემ სთარგმნა“. შემდეგ აბზაცში ხაზგასმულია: „[Кузнец] კოპპესი“ და მიწერილი: „სთარგმნა დ. მესხმა“.გვ. XLVIII . მეორე აბზაცში ხაზგასმულია: „მაჭანკალის“ და მიწერილი არშიაზე: „ილია და მაჭანკალი“.გვ. LI ხაზგასმულია: „ახლად გამოცემული საინტერესო წიგნი დავითს სხვაზე უწინ უნდა ჰქონოდა“. არშიაზე: „ჩემსავით. ი. გრ.“ იმავე გვერდზე ხაზგასმულია: „ლეისტი“ და მიწერილია: „იხ. ლეისტის მოგონებანი“გვ. 1. პიესა „სამშობლოს“ კერძო თავფურცელზე მიწერილია: „სარდუს პიესა; ეს პიესა რუსულადაც დასდგეს. იხ. მსახიობ ორლენოვის მოგონება. აკადემიის გამოცემა“.გვ. 48. ხაზგასმულია: „ლევან ამბობს ლოცვას“. „ლევანს“ მიწერილი აქვს „ხიმშიაშვილი“ და არშიაზე წერია: „კ. ყიფიანი სწერს, რომ მე გადავაკეთე და ლოცვას მე ვამბობო, როგორც ყველაზე მოხუციო. („ფასკუნჯი“, 1909 წ., № 14)“.გვ. 51. ხაზგასმულია: „თოფო“, არშიაზე: „თოფი იყო? ი. გრ.“გვ. 85. პიესა „მეორედ გაყმაწვილების“ კერძო თავფურცელზე: „ნევეჟინისა“. ამ მელოდრამის ავტორია პ. მ. ნევეჟინი (1841–1919 წ.) პეტრე მიხეილის-ძე ნევეჟინი. სწორია! ი. გრ.“.სათაურის წინ: „ისახარი. (იხ. მეორე გვერდი)“ და შემდეგ გვერდზე ეს სახელი ხაზგასმულია.გვ. 136. პიესა „საზოგადო საქმის“ კერძო თავფურცელზე, ქვესათაურს მიწერილი აქვს: „ორიგინალური“.გვ. 199. პიესა „სადაო მფლობელობის“ კერძო თავფურცელზე სათაურის ქვემოთ: „ანუ გემრიელი ლუკმა“. ამას ჰქვიან რუსულად: „Лакомый кусочек“ В. Александров-ისა (იხ. კ. ყიფიანის მოგონება – „ფასკუნჯი“, 1909, № 14). ამ პიესას სხვა სათაურიც ჰქვიან: „გემრიელი ლუკმა“ (იხ. ვ. აბაშიძის ნაკრები პროგრამები). ი. გრ.“გვ. 251. პიესა „კეთილი და უმანკო ანგელოზის“ კერძო თავფურცელზე: „ეს პიესა გადმოაკეთა დ. ერისთავმა 1879 წელს 25 აგვისტოს ს. ოძისში. ასე აწერია იმ ეგზემპლიარს (ავტორის ხელითაა გეგტოგრაფზე გადაბეჭდილი), რომელიც ინახება რუსთ. თეატრის წიგნთ-საცავში. ი. გრ. 1936. 20 XI. (კრილოვისა – ალექსანდროვისა)“.“გვ. 299. პიესა „დროებითი სიყვარულის“ კერძო თავფურცელზე ხაზგასმულია: „რუსულიდან გადმოკეთებული“ და მიწერილი: „რუსულად ჰქვიან: „До поры – до времени“ – (იხ. „ივერია“, 1886, № 219, ქრონიკაში)“.გვ. 339. პიესა „დავიდარაბას“ კერძო თავფურცელზე წერია: „ამ პიესის შავი ინახება რუსთ. თეატრის წიგნთსაცავში. გადმოაკეთა 1879 წლის 26 ივლისს ს. ოძისში. ი. გრ. (დაბეჭდილია ჰექტოგრაფზე). ამ ხელთნაწერს სხვა ხელით აწერია: „ბენეფისი ვასო აბაშიძისა. ჭდევით იყო ხალხი“. ი. გრ.“ ხაზგასმულია: „კომედიიდგან „La Boule““ და მიწერილი: „ლა ბულ“. გვერდის ბოლოში წერია: „რუსულად ჰქვიან: „Откуда сыр – бор загорелся“. რუსულად გადმოაკეთა ვ. ალექსანდროვმა (კრილოვმა). ი. გრ.“გვ. 421. პიესა „საძაგელის“ კერძო თავფურცელზე წერია: „კრილოვისა. P. S. ამ პიესას სხვა სახელიც ჰქვიან „ვეშაპი“ (იხ. ძველი აფიშები). ი. გრ.“გვ. 461. პიესა „რა არის ბენეფისის?“ კერძო თავფურცელზე რკალშემოვლებულია: „მიბაძვა გრაფ სოლოგუბისა“ და მიწერილი: „იხ. Сочин. В. А. Соллогуба ტ. V , 1855 წ., გვ. 432გვ. გვ. 464–465. ხაზგასმულია: „ერთი „მეფე ლირი“ გვაქვს გადმოთარგმნილი და, მთარგმნელი, მგონია, რვა წელიწადი ემზადებოდა იმის წარმოდგენას, მაგრამ როგორღაც ვერა ხერხდება“ და სქოლიოში ჩამოტანილია: „დ. ყიფიანი?“გვ. 465. ხაზგასმულია: „ყომარბაზის ცხოვრება“ წარმოვადგინეთ“ და არშიაზე მიწერილი: „(იხ. „დროება“, 1880 წ., 30 იანვარი)“. ქვემოთ ხაზგასმულია: „ანჩისხატის უბნელთან“. არშიაზე: „პ. უმიკაშვილთან“.გვ. 467. ტექსტის ბოლოს წერია: „ჟურ. „თეატრი“ 1887 წ., № 11 და ჟურნ. „ხელოვნება“, 1926 წ., № 23–24 გვ. ვასომ წაიკითხა 1881 წ. (იხ. „დროება“, 1881, № 105)“. იქვე კუთხეში მიწერილია: „ეს ვიხელმძღვანელე: 1. ნ. გოცირიძის წიგნისათვის. 2. და „ილია და თეატრისთვის“. 123“.წიგნში ჩადებულია: I. ამონაჭრები გაზეთებიდან: 1. ს. გერსამიას წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1940 წ., № 30, 30 ოქტ.“ 2. ნერგაძის წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „ჭიათურის მაღაროელი“, 1940 წ., № 205, 25 ოქტ.“ 3. შ. სოლომონიძის წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „კოლმეურნე“, (სიღნაღი), 1940, № 123. 22 სექტ.“ 4. სოლ. ცაიშვილის წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „24 ოქტ., „კომ“., 1940, № 248“, წერილის ტექსტში ხაზგასმულია „53 წლისა“ და შესწორებული: „43 წ. ი. გრ.“ 5. საქდესის ცნობა „დავით ერისთავი“ მინაწერით: „საბჭოთა აჭარა“. № 248. 1940, 24 ოქტ.“ 6. იგივე ტექსტი მინაწერით: „31 ოქტ. „ავანგარდი“, (ქ. ცხაკაია), 1940, № 76“. 7. გ. ბუხნიკაშვილის წერილი „Давид Эристави“ მინაწერით: „Заря В.“, 1940 წ., № 248, 24 ოქტ.“წიგნში ჩადებულია: I. ამონაჭრები გაზეთებიდან: 1. ს. გერსამიას წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1940 წ., № 30, 30 ოქტ.“ 2. ნერგაძის წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „ჭიათურის მაღაროელი“, 1940 წ., № 205, 25 ოქტ.“ 3. შ. სოლომონიძის წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „კოლმეურნე“, (სიღნაღი), 1940, № 123. 22 სექტ.“ 4. სოლ. ცაიშვილის წერილი „დავით ერისთავი“ მინაწერით: „24 ოქტ., „კომ“., 1940, № 248“, წერილის ტექსტში ხაზგასმულია „53 წლისა“ და შესწორებული: „43 წ. ი. გრ.“ 5. საქდესის ცნობა „დავით ერისთავი“ მინაწერით: „საბჭოთა აჭარა“. № 248. 1940, 24 ოქტ.“ 6. იგივე ტექსტი მინაწერით: „31 ოქტ. „ავანგარდი“, (ქ. ცხაკაია), 1940, № 76“. 7. გ. ბუხნიკაშვილის წერილი „Давид Эристави“ მინაწერით: „Заря В.“, 1940 წ., № 248, 24 ოქტ.“II. კონვერტში დევს ქაღალდის ნაჭრები მინაწერებით: „1. მოსამსახურე ბიჭი, XXXVI. 2. დავით ერისთავმა შეირთო დავით სარაჯიშვილის უმცროსი დაჲ 1875 წელს. იხ. ალ. ცაგარლის წ. 3. ჟან ოფენბახის ოპერა „მშვენიერი ელენე“, სიტყვები ლიუდოვიკ ჰალევისა და ჰენრიხ მელიაკის – სთარგმნა (გადმოაკეთა, ქართული სახელებია) დავით ერისთავმა. (იხ. დაბეჭდილი პიესა „ალმანახი“, 1879, II, გვ. 65). 4. „გემრიელი ლუკმა“ (Лакомый кусочек) კომ.-ხუმრობა 3 მოქ. ვ. კრილოვ-ალექსანდროვისა ქართ. სთარგმნა დ. ერისთავმა. 5. „სადაო მფლობელობა“ „Лакомый кусочек“, გვ. 199. 1. Олимпиада Алексеевна Демьянова, молодая вдова. 2. Осип Никифорович Накатов, богатый коммерсант. 3. Ульяна Егоровна, его жена. 4. Ксения Осиповна, их дочь. 5. Александр Иванович Палицын, адвокат. 6. Сергей Семенович Бардин, помещик. 7. Иван Прокофьевич Жилкин, дальний родственник Накатовых. 8. Горничная Демьяновых. Действие происходит на даче Демьяновой под Москвой (იხ. აფიშა 1888, 21 აგვისტო. იხ. Переписка П. И. Чайковского, ტ. II, გვ. 400). 6. ა. ცაგარლის მასალებისთვის „რა არის ბენეფისი! იხ. დ. ერისთ. თხზ.“ 7. Эристов – 43 წლის და არა 53.““მეორე ცალის ფორზაცზე: „დავით ერისთავის ნაწერები. ი. მეუნარგიას წინათქმით.

ლიტერატურა ქართული ლიტერატურა ქართული დრამატურგია

821.353.1-2