TY - BOOK AU - ვაჟა-ფშაველა, TI - [თხზულებანი]: ტ. 7 : ეთნოგრაფია. ფოლკლორი. კრიტიკა. პუბლიცისტიკა. კორესპონდენციები. / PY - 1956///. CY - ტფილისი KW - ქართული ლიტერატურა KW - ქართული ეთნოგრაფია N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე: „ი. გრ. გამოვიდა 1956 წ., 20 ივნისს“. ყდის მეორე გვერდზე: „ჩემთვის: ღალღას წერილი ქუთაისის ილიას საღამოს შესახებ, მეც ვიღებდი მონაწილეობას – გვ. 306“. იქვე: „1. ჯალაბი – 314. 2. ვაჟას ნამდვილი ბიოგრაფია – 337.“ გვ. 306. ვაჟა-ფშაველას „მცირე შენიშვნა“-ს, იქ სადაც ავტორი ამბობს ილიას საღამოზე თავის და „სხვების“ მონაწილეობის შესახებ, მიწერილი აქვს: „[გრიშაშვილი]. მხოლოდ ორმა წავიკითხეთ ლექსები: ვაჟამ და მე. ი. გრ.“. აქვე ჩადებულია ორი ფურცელი მინაწერებით: „1. 1910 წელს მე და ვაჟა მიგვიწვიეს ქუთაისში ილიას საღამოზე. აქ მე წავიკითხე ლექსი. ასე თავებოდა „ოღონდ მგოსანს მეორედ ნუ მოჰკლავთო“, გრ. უროტაძემ (ღალღამ) დასწერა რეცენზია. იხ. „საქმე“, № 84, 1910 წ. ამ წერილს უპასუხა ვაჟამ (იხ. „სახალხო გაზეთი“, 1910 წ., № 161). შდრ. ვაჟა ტ. VII გვ. 306“. ამ ფურცელზე სიტყვა „ოღონდ“ ხაზგადასმულია. „2. ვაჟა ამაყი იყო და მედიდური, როგორც ასეთი არ უნდა ყოფილიყო ახალგაზრდების მიმართ, რადგან იგი გულწრფელად გვიყვარდა. მას არც ერთი ახალგაზრდა პოეტი არ წაუხალისებია და ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა. არამც თუ ახალგაზრდა, თვით აკაკისადმი პასუხშიც ნაწყენობა ეტყობოდა. ბევრი შეიძლება ეხლა „სხვა“ ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვიდა მწერლობის გზაზე, მაგრამ მაშინ „სხვა“ არ ვიყავი. მით უმეტეს რომ ეს კამათი ღალღასთან სწორედ ჩემი ლექსის გამო მოხდა“. გვ. 308. უკანასკნელი აბზაცი მოხაზულია და ტექსტის ბოლოს მიწერილია: „სახალხო გაზეთი“. 1910 წ., № 161“. გვ. 314. ნ. მარის მიერ ნათქვამ სიტყვას – „челеби“, მიწერილი აქვს: „ჯალაბი“. ბოლო გვერდზე გაზეთიდან ამოჭრილი ცნობა ამ წიგნის გამოცემის გამო მინაწერით: „საბჭოთა აჭარა“, 1956 წ. № 142, 15 ივლისი“. ER -