National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ჩემი ნაწერები. წგ. 2 / აკაკი წერეთელი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian ქუთაისი : გამოცემა ი. მანსვეტაშვილის საფასით, საამდროვო გამომცემლობა იმერეთი, 1913 (ი. კილაძის სტ.)Description: 256, IV გვSubject(s): Online resources:
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number URL Copy number Status Notes Date due Barcode
ელ.რესურსი ელ.რესურსი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 Link to resource Available ელექტრონული ასლი (PDF)
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K8122 Available 2015-7437
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 19423 Available 2024-862233135
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 43339 Available 2024-862233127
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 19422 Available 2024-862233132
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 43351 Available 2024-862233130

წ. 2. 1913.
ფორზაცზე: „აქ ორი ტომია. ვაშკაცი, 33. სახალხო ენით ვწერო, 65. ყოლიფერი, 65. უმართებს, გვ. 27. შამელობა, 39“.
კანზე: „II ი. გრ.“... მანსვეტაშვილს მიწერილი აქვს „დონ–იაგო“.
აკინძულია ერთად.

ცენზორის მიერ დაჭერილი ტომი, პოემა "ვარანცოვი".

გვ. 5. ლექსში „საქართველოს დღევანდელი სახე“ სტრიქონს „ცრემლი მკვდარს თუ ვერ აღადგენს“ მიწერილი აქვს: „მკვდარს ტირილი ვერ აღადგენს“ (ქ-ნი განდეგილი)“.
გვ. 13 ხაზგასმულია რითმები „დანაბადი... და ნაბადი“ და მიწერილია არშიაზე: „ეს რითმა ვ. გაფრინდაშვილს აქვს“.
გვ. 79. ლექსის „ენების გასამართლება“ შენიშვნაში ხაზგასმულია: „ირაკლი გრუზინსკიმ... შენც შენი ვინაობა აბანოზე გაცვალე“ და არშიაზე „ირაკლის აბანო“.
გვ. 80. იმავე ლექსის შენიშვნაში ხაზგასმულია: „მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ ლექსმა, მაგრამ დღეს კი აღარა აქვს მნიშვნელობა“ და მიწერილია: „როგორც აკაკის სხვა ლექსებს“.
გვ. 96. ლექსს „პატრიოტის აღსარება“ მიწერილი აქვს: „I“ და სათაურის ქვემოთ: „(გრ. ორბელიანის პირით)“. იქვე შენიშვნაში ხაზგასმულია: „ილია ჭავჭავაძე“ და მიწერილია არშიაზე: „აკაკი პირველად იხსენიებს“.
გვ. 98. ლექსს „კოღო-ბუზების პასუხი“ მიწერილი აქვს: „2, გრ. ორბელიანს.“
იქვე შენიშვნაში ხაზგასმულია: „დავით ორბელიანი“ და მიწერილია არშიაზე: „თუ დათვი ორბელიანი? ი. გრ.“
გვ. 156. ლექსის „სიყვარული“ პირველ სტრიქონს მიწერილი აქვს: „აკლია“.
გვ. 167. ლექსს „უ- - -ს“ მიწერილი აქვს: „უმიკაშვილი ხომ არ არის?“
გვ. 168. ლექსს „ნ- - -ს“ მიწერილი აქვს: „ნიკოლაძეა?“
გვ. 177. ლექსის „იავნანა“ უკანასკნელ სტროფში ხაზგასმულია: ...„იცან ქვეყანაო, რომ გაიგო ამ სოფლისა ცრუ გამოცანაო“, არშიაზე: „იხ. I ტ. გვ. 135“.

გვ. 181. ლექსის „ავადმყოფი“ პირველ სტროფს მიწერილი აქვს: „აკლია“.
გვ. 248. ლექსის „თვალს მიხვევენ“ ბოლოდან მეორე სტრიქონში სიტყვა „მას“ გადმოტანილია სტრიქონის დასაწყისში და არშიაზე მიწერილია: „ასე არა სჯობია? ი. გრ.“.
სარჩევის გვ. I მოხაზულია პირველი 11 ლექსი და არშიაზე მიწერილია: „ეს არ იყო პირველად, როცა ცენზორმა დაიჭირა აკაკის დიდი პოემა ვარანცოვი იყო, მერე ეს დაბეჭდა“.
სარჩევის გვ. II ხაზგასმულია: „ლეგენდიდან „გოგია მეჩანგურე“ და მიწერილია: „საიათნოვაში ჩასდო ვიღაცამ“.
კანის მე-4 გვ. წერია: „აფორიზმი, 246, 189, 183.“

კანზე, თავფურცელზე, გვ. 3, 49, 81, 89, 145, 185 ყოფილი მფლობელის ბეჭედი: „Из книг И. Т. Полумордвинова.“
კანზე ყოფილი პატრონის ბეჭედს მიწერილი აქვს: „მომცა ი. გრ.“ იქვე: „აკრძალული წიგნი („ვორონცოვი“).
შენიშვნები პოემა „ვორონცოვზე“.
გვ. 9. ხაზგასმულია: „ტყუილია“, მიწერილია: „ტყვილია. ი. გრ.“
გვ. 23. ჩამოტანილია სქოლიოში სიტყვა „იმედი“ და მიწერილი: „იმედი დაიბეჭდა „ცისკარში“ 1859 წელს.“
გვ. 25. სიტყვა „რადგანაც“ გადასწორებულია „რადგანც. ი. გრ.“
გვ. 27. სქოლიოს ნიშნით აღნიშნულია „დიმიტრი ციციანოვს“ და შენიშვნაში წერია: „ამ ციციანოვს ერქვა არა დიმიტრი, არამედ პავლე. ამ პავლე ციციანოვს ახალგაზრდა მ. ს. ციციანოვი ახლდა 1803 წ. ი. გრ.“
გვ. 28. ჩამოტანილია სქოლიოში „გრიგოლ“, მიწერილია: „1. ორბელიანი“. „პლატონი“ მიწერილია: „2. იოსელიანი“. „გლუხარიჩი“ – მიწერილია: „3. გიორგი ერისთავი“. „ლევანი“ – მიწერილია: „4. მელიქიშვილი (?) ი. გრ.“
გვ. 29. სიტყვა „თანაც“ გადასწორებულია: „[თანც] ი. გრ.“
გვ. 31. სიტყვა „გამოვხარით“ გადაკეთებულია „გამოვხართ. ი. გრ.“.
გვ. 39. სიტყვაში „ქონია“ ჩამატებულია წინ „ჰ“ და მიწერილია: „ი. გრ.“
გვ. 55. „თვალს წინ ჩამატებულია „არც“.
.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.