National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

არა, არ არის დამნაშავე! : [რომანი] / ე. პირსი ; თარგმ. ა. მესხისა.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian [თბილისი, 1883]Description: Subject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 84 პ-395 (Browse shelf(Opens below)) 43588 Available 2015-12517

ამონაჭერი: „ქართული ბიბლიოთეკა“, №№ III–VIII.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
წიგნს დართული აქვს ი. გრ. მიერ შედგენილი წინასიტყვაობა. და დათარიღებულია 1942 წ. 2/X-ით. აქ გადმოცემულია წინამდებარე ნაწარმოების თარგმნისა და გამოცემის ისტორია, ნაწარმოების მიმოხილვა, ქართველი მოღვაწე ქალების თარგმანების დახასიათება და განზრახვა ამ ნაწარმოების ცალკე წიგნად დაბეჭდვისა. მთარგმნელის გვართან მიწერილია: „ანნა მესხი იყო დაჲ კოტე, სერგეი და დათ. მესხებისა. გათხოვილი მასწავლებელ პეტრიაშვილზე“.
ბოლოს მინაწერი: „1. რატომ აქვს მეგის ხან ლურჯი და ხან შავი თვალები? გვ. 58 და 83“.
წიგნში ქაღალდის ნაჭერი წარწერით: „ჩემი ბიბლიოთეკის კარებზე ასე მიწერია:
„ის დრო განქრა, განქრა
და წარსულიც წავიდა და ჩაგვიმუქდა,
როცა ჩვენი ზაქარია
არიგებდა წიგნებს მუქთად“.
მართლაც ძველად წიგნს მყიდველი არა ჰყავდა. არტემ ჩიორას – ახნაზარს, სახუმარო ერთი ლექსიცა აქვს: ქურდი შეიპარა მწერლის ოთახში, სხვა ვერაფერს რომ ვერ ნახავს, წიგნს წამოავლებს ხელს და მიაქვს. მწერალი საბნიდან ცხვირს გამოჰყოფს და მიაძახებს: „წაიღე, ძმაო. თუ ქართველ მკითხველს იპოვი, ჰალალი იყოს შენზეო“. დღეს წიგნის ხელის მოწერაზე რიგი შევნიშნეთ. ეს კარგი ნიშანია. ჩვენს კულტურობას ნიშნავს“.
ყდის მეორე გვერდზე მინაწერი: „შენ... შენ, რომელიც ჩემს ბიბლიოთეკას ჩაიბარებ, ვიცი, რომ ეს წიგნი დაგაინტერესებს, – გთხოვ, შენთვის ნუ დაიტოვებ: ჩემს მიერ სათუთად აკინძული ეს რომანი გადაეცი ჩემს დისწულს ანი ლაზარიდის, რისთვისაც ამ თავითვე მადლობას გწირავ!
„გრიშაშვილის ბიბლიოთეკის“ გამგე და ჭირისუფალი. – ი. გრ. 1942 წ. 2 ნოემბერი“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.