National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლექსები. ბედი ქართლისა. წერილები / ნიკოლოზ ბარათაშვილი ; სამ. ფირცხალავას რედ. ; [წინასიტყვ. ავტ.: იონა მეუნარგია].

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი, 1922 Description: LIX, 245, VI გვ. ; 27 სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 + 821.353.1-11 + 821.353.1-6 (Browse shelf(Opens below)) 3K3818 შესამოწმებელია 2020-13356159
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 + 821.353.1-11 + 821.353.1-6 (Browse shelf(Opens below)) 2K10534 შესამოწმებელია 2020-13356158
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 + 821.353.1-11 + 821.353.1-6 (Browse shelf(Opens below)) 2K95440 შესამოწმებელია 2020-13356157
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 3407 Available 2019-4656
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 4509 Available 2012-7678
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 11441 Available 2012-7677
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 31030 Available 2012-7676

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „იხ. გვ. 84 აღდგენილი სტრიქონი. ი. გრ.“ფორზაცზე: „ა. ჭ-ძის გარშემო. გვ. XXV. ა. ჭ-ძის ოჯახში იკრიბებოდნენ, VII; მელიტონის ოჯახში ალ. ჭ-ძე. IX; გიმნაზია 1802 წელს. გვ. 238; ეკ. ჭ-ძე. 112; ნინო გრიბოედოვისა, გვ. 241; ჭავჭავაძის სახლი, „ჩუსუმები“ რას ნიშნავს? გვ. 110; ჩემზე, 222 და ბოლოსიტყვაობა. 247; რა მომწონს კერძო წერილები! მანანა ორბელიანზე და ლევან მელიქიშვილზე, 122, 160. გვ. XXXI – სათარას ქება ეკლესიის კარზედ დაეწერა – 1922 წ. 25 მარტი. ი. გრ.“ თავფურცელზე სათაურის შესახებ მიწერილია: „ასოები დახატულია იმ მოყვანილობით, როგორი მოყვანილობითაც ბარათაშვილის დროს გამოდიოდა „ტფილისის უწყებანი“. გვ. XV. ხაზგასმულია: „ბეჭედზე დაწერილი გვარი დაემახსოვრებინათ“..., მიწერილია: „ამ ბეჭედზე იხ. „ივერია“. 1893, № 79. წერილი პ.“ გვ. LX. ხაზგასმულია: „გიმნაზიის შეგირდებმა მიხეილ თუმანიშვილის თაოსნობით და რედაქტორობით დაიწყეს“... და მიწერილია: „ამისი შვილებიც სულ რედაქტორები იყვნენ“. გვ. LXVIII. დანიშნულია ადგილი „ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება განჯიდან ტფილისს“, სქოლიოში წერია: „ამის შესახებ „ივერიაში“, (საიდანაც გადმობეჭდილია წერილი), ნათქვამია, რომ ნ. ბარათაშვილის საუკეთესო ლექსების ადგილები იმ ადგილას არის მონაგონ-შენათხუზი, სადაც ყოველი ადამიანი ქვეითად დადის“ [ი. მეუნარგია, „ივერია“. 1893 (?) წ., № 93 (?)]. აქ ეს ადგილი აღარ დაიბეჭდა. აქვე (ე. ი. „ივერიაში“). ი. მეუნარგია თავის თავზე სწერს: „მე მეწვრილმანე ვარ ქართველის (?) მწერლობისა და თუ როგორმე ამბები მოვკენკე. თავი მდიდარი მგონია („ივერია“). ი. გრ.“. გვ. LII. ხაზგასმულია: „რომ ქვეყანაზე პოეზია არ ყოფილიყო“, მიწერილია: „პოეზია“ ტერმინი მაშინაც ყოფილა“. გვ. გვ. LIX. რედაქტორის შენიშვნას მიწერილი აქვს: „იბეჭდებოდა „ივერიაში“. 1893 წ. № 85, 86, 87, 88, 93, 95, 98, 103. P. S. ეს წერილი აქ ძალიან შემოკლებულია“. ნახეთ „ივერია“. გვ. 12. ლექსში „ღამე ყაბახზედ“ ხაზგასმულია: „კოჯორი დაჰქრის ნიავით“, მიწერილია: „გრ. ორბელიანსაც აქვს“. აქვე მე-3 სტროფში ხაზგასმულია ადგილები და მიწერილია: „ა. ჭ-ძე. იხ. გვ. 14“. გვ. 49. სათაურის ბოლო სიტყვას „თავადის დ...ო“. მიწერილი აქვს: „დიმიტრი თამაზის-ძის ორბელიანისა. ვარიანტი მაჩვენა არტ. გაბუნიამ. ეს ლექსი დაწერილია ბარათაშვილის ხელით ცალკე თხელ ქაღალდზე ფანქრით მინაწერი ადგილები აღდგენილია ამ ხელნაწერით. 1932. 12/II ი. გრ.“ აქვე შესწორებულია მე-6 სტროფის მე-4 სტრიქონი: „მტერთა შეებმის სიმღერით, მჭვრეტელთა საოცნებელად!“ ამავე ლექსში მე-8 სტროფის მე-2 სტრიქონი შესწორებულია: „მეფესა თავი შესწირეთ, ვაგლახი ეცით წარმართა!“ ლექსის ბოლოს მიწერილია: „სენტებრის 23-სა, 1844 წელსა. ტფილისი. თ-ის ნ. ბარათოვის მიერ“. (ეს „მიერ“ ჩახვეული ხელით არის ნაწერი). იხ. ამ ლექსის ვარიანტები, გვ. 165“. გვ. 55. ლექსს „ლე“ მიწერილი აქვს: „მოღვედილი რითმაა. ეს ლექსი მგონი რუსულის მიბაძვაა“. გვ. 69. დანიშნულია ორი სტრიქონი, სქოლიოში მიწერილია: „ვარიანტი“: „სომხითის გმირნი ყაფლანისშვილნი, და მათ მომარცხნეთ ბარათაშვილნი“. გვ. 81. მე-6 სტრიქონის შემდეგ ჩამატების მიზნით სქოლიოში მიწერილია: „და მომავალმა აწ ქალაქისკენ, გამოიარა თავის სახლისკენ“. გვ. 84. დანიშნულია ჩამატებული სტრიქონი: „რომ გადავსახლდეთ იმ ცივ რუსეთში?“ სქოლიოში მიწერილია: „ეს სტრიქონი ჩამატებული ვნახე უცნობის ხელით 1879 წლის გამოცემულ ნ. ბარათაშვილის წიგნში, გვ. 40 (იხ. ჩემს ბიბლიოთეკაში). ვინ ჩაუმატა? ყოველ შემთხვევაში ეს თითქმის აღდგენილი სტრიქონი საყურადღებო და ჭკუასთან ახლოა. ი. გრ.“ გვ. 89. წერილის სათაურს მიწერილი აქვს: „ეს წერილი დაიბეჭდა „დროება“-ში 1885 წ., № 114“. გვ. 91. მოხაზულია სტრიქონი: „არ ვინ იცის. რა გამოვა რისაგან“, მიწერილია: „ეს საიათნოვას ლექსიდანაა“. გვ. 93. წერილში ხაზგასმულია ადგილი: „დიმიტრიევსკის ლექსები გეპოვნა“... მიწერილია: „ლექსი ყოფილა ნოტებზე. ი. გრ.“ აქვე ხაზგასმულია სტრიქონი: „ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო“. მიწერილია: „აკაკიმ აქედან გალექსა: „მოხუცი აქ რომ ჩონგურს ისწავლის, ის საიქიოს გამოადგება“. გვ. 105. წერილში ხაზგასმულია ადგილი: „И грустно, и скучно, и некому руку подать в минуту душевной невзгоды“, მიწერილია: „ლერმონტოვი იცოდა“. გვ. 106. წერილში მოხაზულია: „მაია“, მიწერილია: „ა. ჭ-ძის ცოლი ხომ არ არის?“ გვ. 109. წერილში ხაზგასმულია: „დავით“, მიწერილია: „ჭავჭავაძე (ალექსანდრეს-ძე)“. გვ. 111. წერილს X-ს მიწერილი აქვს: „ეს წერილი დაბეჭდილია „დროებაში“ 1885 წ., № 114“. აქვე დანიშნულია: „ჩვენი ყმაწვილები და ხახვების ფრანტები სულ შამილის დასაჭერად წამოვიდნენ“. სქოლიოში მიწერილია: „ხახვებს“ ჩრდილოელებს ეძახოდნენ“. გვ. 112. წერილში ხაზგასმულია: ნ. ალ-ნა ოდესაში მიდის 9 ივნისს“, მიწერილია: „ნინო გრიბოედოვი“. აქვე ხაზგასმულია: „ფეფომ და მაშომ მოგიკითხეს“, მიწერილია: „დროებაში“ (1885 წ., № 114). იქ ასეა, „ფ-მ და მ-მ მოგიკითხეს“. გვ. 113. წერილში ხაზგასმულია: „ალექსანდრე სუმბათოვი-მეჯვარე“, არშიაზე მიწერილია: „ეს წერილი პირველად დაიბეჭდა „კვალში“ 1893, № 10. პეტრე უმიკაშვილს ვერ ამოუკითხავს და „მეჯვარეს“ ნაცვლად აწყობილია „მე და ვარო (თუ ვასე)ო“. („კვალი“, 1893, № 10)“. გვ. 122. წერილში ხაზგასმულია: „შენ რა? აგრე გაწითლებაც იქნება“. მიწერილია: „მაიკოს უყვარს ლევან მელიქიშვილი და აქ მგონი ამ გაწითლებაზეა ლაპარაკი“. გვ. 213. ხაზგასმულია: „კნიაზ ბარათოვს“. მიწერილია: „სულხან ბარათოვი?“. გვ. 128. „ნ. ბარათაშვილის ავტოგრაფებში ხაზგასმულია: „ვალერიან გუნიას ვარიანტი“, მიწერილია: „ვალერიან გუნიას ვარიანტით. ცნობილი ხელთნაწერი ეკუთვნის გ. არეშიძეს. ამისაგან იყიდა ვ. გუნიამ და თავის ვარიანტად გაასაღა. იხ. არეშიძის ვარიანტზე ზ. ჭ-ძის წერილი „ივერია“. 1891. № 79. ი. გრ.“ იგივე მინაწერი. გვ. 129. აქვე სქოლიოში ხაზგასმულია: „ბოლოს უწერია: თ. გ. ორბელიანისა“, მიწერილია: „გიორგი ორბელიანისაა. იხ. „ივერია, 1877. ი. გრ.“. გვ. 161. ლერმონტოვის ლექსს: „И грустно и скучно“, მიწერილი აქვს: „ეს ლექსი ქართულად სთარგმნა გ. ერისთავმა. ი. გრ.“ გვ. 164. მოხაზულია: „ივანე – მანანა ორბელიანის შვილი“, მიწერილია: „გვ. 160 შეცდომა ხომ არ არის?“ გვ. 222. სქოლიოში ხაზგასმულია და დანიშნულია: „სამართლიანად შენიშნეს (ი. გრიშაშვილმა)“... მიწერილია: „იხ. საიათნოვა“, გვ. 24“. გვ. 237. მოხაზულია: „ნ. ბარათაშვილის ლექსების გამოცემანი“. მიწერილია: „მაქვს სამივე“. ხაზგასმულია; „წინასიტყვაობა. უმიკაშვილს უნდა ეკუთვნოდეს“. მიწერილია სქოლიოში: „მეც ასე მგონია“.გვ. 238. ყველა გამოცემას მიწერილი აქვს: „მაქვს“. წიგნში დევს კონვერტი, რომელშიც მოთავსებული ქაღალდის ორი ნაჭერი მინაწერებით: 1. „საიათ. ნ. ბარათაშვილი საიათნოვას იცნობდა. „ვინ რა იცის რა გამოვა რისაგან“. ეს თქმა ოდნავი შეცვლით აქვს საიათნოვას „შე საწყალო ჩემო თავო“... 2. „სალომე ჭ-ძე. იხ. ნ. ბარათაშვ. ლექსები, გვ. 103. ახალი გამოც.“ მეორე ცალის თავფურცელზე წერია: „ნ. ბარათაშვილი (კომენტარიებით). ს. ფირცხალავას რედ-ით. 1922 წ.“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.