ჯარისკაცის ჩანაწერები : გამხელილი ფიქრები / გიორგი ქავთარაძე ; [ავტობიოგრაფიული წიგნი. 3 წელი ფაშისტურ ტყვეობაში. რედ. : თ. კოპლატაძე].
Material type: TextLanguage: Georgian Publication details: თბილისი : ნაკადული, 1964.Description: 342 გვ. ; 22 სმSubject(s):Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Date due | Barcode | |
---|---|---|---|---|---|---|---|
წიგნი | ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | 821.353.1-94+94(47+57)"1941-1945"+321.64(430) (Browse shelf(Opens below)) | 2K23275 | Available | 2019-0205 | ||
წიგნი | ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | 821.353.1-94+94(47+57)"1941-1945"+321.64(430) (Browse shelf(Opens below)) | 2K23276 | შესამოწმებელია | 2021-3552388 | ||
წიგნი | ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი | 894.63 ქ-153 (Browse shelf(Opens below)) | 43562 | Available | 2023-565001953383867 |
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე წარწერა: „ქართველი ერის საყვარელ პეოტს იოსებ გრიშაშვილს – დიდი სიყვარულით გიორგი ქავთარაძე. 1964 წ. 29 მარტი“.
აქვე დევს წერილი ი. გრიშაშვილის სახელზე: „ბატონო სოსო! როგორ ბრძანდებით? გავიგეთ, ცოტა შეუძლოთ ყოფილხართ. თქვენ არა გაქვთ უფლება ავადმყოფობისა. თქვენ ხომ შემოქმედებისათვის ხართ დაბადებული და უთქვენობა ვერც კი წარმოგვიდგენია. გვენატრებით ძალიან გვენატრებით.
გაზაფხულდა, დავდივარ მოცალეობის ჟამს ჩვენი საყვარელი თბილისის ქუჩებსა და ბაღებში და ჩემთვის ვჩურჩულებ:
„ჰაერში ოქრო ლივლივებს.
მთებზე ზურმუხტი ლალია!...
„დავბერდი? არა ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს სულზე უტკბესო!..“
მე არ ვითვლი თქვენს წელთა სვლას. მე ის ვიცი, რომ პოეტის დაბერება არ შეიძლება, პოეტი მარად ახალგაზრდაა.
დღეს ვიღაც ლამაზი ქალი შემხვდა ქუჩაში, ოდნავ ემჩნეოდა წარბები და თქვენი სტრიქონი მომაგონდა: „შევცქერ შენს წარბებს – სახარების წაშლილ სტრიქონებს...“
გიგზავნით ჩემს ახალ გამოსულ წიგნს – „ჯარისკაცის ჩანაწერებს“. ვიცი, რომ თქვენ გიყვართ ასეთი სათავგადასავლო ლიტერატურა. თუ მოგეწონებათ, ხომ კარგი, თუ არა და მაინც შეემატოს თქვენს ზღვა წიგნებს.
გისურვებთ კარგად და მხნედ ყოფნას ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
დიდი პატივისცემით გიორგი ქავთარაძე
There are no comments on this title.