National Science Library of Georgia

კომპოზიცია იოდირებული ნაყინისათვის

კომპოზიცია იოდირებული ნაყინისათვის = Composition for Iodinated Ice Cream : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2005 3589 B : (51) A 23 G 9/00 (IPC, 2006) / ლერი გიგინეიშვილი, ვახუშტი ქიზიყურაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გურამ იობიშვილი, გოჩა ძნელაძე, არმაზ შალაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2005 07 25 # 14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი -4 გვ. ; ცხრილი: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება ეკუთვნის რძის მრეწველობას და იგი გამოიყენება ნაყინების მისაღებად, როგორც ცხოველური, ასევე არაცხოველური კომპონენტების გამოყენებით ხილეულის ექსტრატით. გამოგონების ტექნიკური შედეგია ნაყინების ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაზრდა და მისი ბიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება. გამოგონების არსი არის ის, რომ ნაყინის მისაღებ ნარევში, რომელიც შეიცავს - რძის კომპონენტებს, ცხოველურ ცხიმებს, შაქარს, სტაბილიზატორს, ხილ-კენკროვანთა სიროფს, სუბლიმაციით გამშრალ ჭარხლის შმრალ ფხვნილს და წყალს, გამოგონების თანახმად ემატება ჩაის კონცენტრირებული თხევადი იოდირებული ექსტრატი შემდეგი მასური თანაფარდობით: რძის კომპონენტები 37,0-76,0 ცხოველური ცხიმები 7,45-8,64 შაქარი 5,5-8,00 სტაბილიზატორი 1,9-2,00 ხილკენკროვანი პიურე 7,9-8,50 სუბლიმაციით მიღებული ჭარხლის მშრალი ფხვნილი 0,3-0,35 ჩაის კონცენტრირებული თხევადი იოდირებული ექსტრატი 8,0-15,0 წყალი დანარჩენი მიზნის მისაღწევად არსებული ნაყინის ნარევის შემადგენლობაში დამატებით შეტანილია ჩაის კონცენტრირებული იოდირებული ექსტრატი, რომელიც შეიცავს მწვანე ჩაისა და ჩინურ აქტინიდიაში (კივი) შემავალ ყვანე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ახალი ხერხით მიღებულ ნაყინს მოიხმარს ყველა ასაკის ადამიანი და ამსთან ერთად ის გამოირჩევა სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიეტური თვისებებით.

3589 ge B 2005-07-25 published Sakpatenti

კვების მრეწველობა რძის მრეწველობა საკონდიტრო წარმოება ნაყინი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.