National Science Library of Georgia

ქართული ლიტერატურის ისტორია მე-XIX ს. - დღევანდლამდე. ნაწ. 2 /

ქართული ლიტერატურის ისტორია მე-XIX ს. - დღევანდლამდე. ნაწ. 2 / - 1925 - 290, [2] გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე: „II, ი. გრ. 1926. 2/VI“.
გვ. 19. მოხაზულია: „უიტმენი“ და მიწერილია არშიაზე: „რას ეკამათები, მაშინ უიტმენი არ იცოდნენ“. ხაზგასმულია სქოლიოში: „ა. ხახანაშვილის „Очерки по ист. груз. слов. вып გვ. 48“ მიწერილია: „რომელი ტომი“?
გვ. 23. ხაზგასმულია: „ირაკლი მეფის დრო“ და მიწერილია: „აკაკის პატარა კახი ამის მიბაძვაა“. ხაზგასმულია სტრიქონები დაწყებული: „ღირსების ძიებას არც კი დასდევდნენ“... და მიწერილია: „მართალია“.
გვ. 25. ხაზგასმულია: „რუსულად თარგმნილი“... ეხება მ. მამაცაშვილ-ბადრიძისას და მიწერილია: „თუ თვით წერდა რუსულად?“
გვ. 26. ხაზგასმულია სქოლიო, მიწერილია: „რედ. ვერდერევსკის წერილი“.
გვ. 27. ხაზგასმულია ფსევდონიმი: „Будущая Грузинская писательница“, მიწერილია: „ფსევდ. რედაქტორმა დაარქვა“.
გვ. 37. მოხაზულია მთელი გვერდი და მიწერილია: „ტფილისი“. სქოლიოში ხაზგასმულია: „განიერი სკამი“, მიწერილია: „მაგიდა“, ეს შენიშვნა ზურნის რედ. ეკუთვნის“.
გვ. 45. ხაზგასმულია: „ბარამ ბარათაშვილის „შენდა შეყრამდის ვით გაძლებს გული“, მიწერილია: „ბარამისა არის?“
გვ. 46. ხაზგასმულია: „აი ეს ლექსი“, მიწერილია: „მთვარევ, მთვარევ“.
გვ. 50. ხაზგასმულია: „თამარ ბატონიშვილი“, მიწერილია: „ეს გადალექსა რ. ერისთავმა, ს. გუგუნავამ“.
გვ. 70. ხაზგასმულია: „დრამა „შური“, მიწერილია: „რას ვეძებდი, რა ვპოვე“ (?) ასიკომ ხანუმა აქედან ისესხა“.
გვ. 289. სტრიქონში: „ვინც გასცნობია ივ. მაჩაბლის თარგმნილ „ჰამლეტს“, „იულიუს კეისარს“, „მაკბეტს“, „ოტელოს“ და სხვ“. ხაზგასმულია „ოტელოს“, მიწერილია: „ყველას ეს სჯობია“.


2 მან.

ქართული ლიტერატურის ისტორია

821.353.1.09
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.