National Science Library of Georgia

ქართული ლექსიკონი /

ორბელიანი, სულხან-საბა, 1658-1725

ქართული ლექსიკონი / შედგენილი საბა-სულხან ორბელიანისაგან ; გამოცემული რაფ. დ. ერისთავის რედ. და ალექსანდრე ეპისკოპოზის საფასითა. - თბილისი, 1884 (ა. კალანდაძის სტ.). - XXIX,411 გვ. : პორტრ.

ავტორის სურათი.


ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცის პირველ გვ.: „ი. გრიშაშვილი. 1913 წ. ივნისი 20. წაღვერი“. იქვე: „პეპერა – პაპის მამა; ორეული, გვ. 94. იხ. სიტყვა: „ერთეული“. სათარი, გვ. 255; ქიცვი – თევზის ფრთა; ხალა-გალატოზთ საზომი ხე, იხ. ლელწამიც, გვ. 160 (შიმშა?); კუმაში, ყუმაში – ნაქსოვი; ზეინკალი, 110 აბჯრის მკეთებელი; ტრელობა – подлизываться (პადხალიმი); მართვი, ირაო, გვ. 170; ქოქი, 329; ქრთამი – საცოდავი ძღვენი, 330; ივი, 128; ლართა, 158; ფორანი, 318“.
ფორზაცის მე-2 გვ.: „ცისკრის რედაქცია აცხადებდა – „ცისკრის“ რედაქცია შეუდგა ერთის გამოჩენილის პირის შემწეობით, რომლის სახელს გამოვაცხადებთ თავის დროზე, საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონის ბეჭდვასა და უმორჩილესად ითხოვს ვისაცა სურდეს ამ წიგნის შეძინება მისცეს ღონისძიება ამ განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის. ამ საგანზედ ბრწყინვალე კნიაზმა ალექსანდრე დიმიტრის-ძემ აბხაზმა შესწირა ხუთი თუმანი რომელსაც დიდ მადლობას მოვახსენებ, იხ. „ცისკარი“, 1864 წ. № 5, გვ. 88; საბას ლექსიკონის გამოსაცემად ზრუნავდა დ. ბაქრაძეც, იხ. მისი წერილი „კალმასობა“-ს წინათქმაში, 1862 წ. გვ. XXVII; გრ. გველესიანის წერილი საბას ლექსიკონზე, „ივ.“, 1888 წ. № 57; საბას შესახებ, „დროება“, 1876, № 43, 44, 46; საბას ხელთნაწერებისათვის, იხ. ექ. თაყაიშვ. „არხელ. მოგზ.“ წ. I, გვ. 283, 284; საბას ლექსიკონის ბიოგრაფია, „დროება“, 1884, № 201“.
გვ. 74. ხაზგასმულია: „დალიჭი – ტახტი“, მიწერილია: „სომხურად დაჰლიჭი ნიშნავს დარბაზს“.
გვ. 101. ხაზგასმულია: „ვეგი – კოჭი“, მიწერილია: „კოჭი აქ სათამაშო კოჭს არ ნიშნავს. ი. გრ.“
გვ. 294. ხაზგასმულია: „ტალავარი – საჩრდილობელი“, მიწერილია: „თალავარი – ბესედკა, ხოლო ხევსურული ტარავლი – ტანისამოსია. თალარი – საბას თავის მოგზაურობაში აქვს“.
გვ. 316. ხაზგასმულია: „ფეშხო – ცალი ჩანასხეპი“, მიწერილია: „აკ. შანიძის გამოცემაში წერია ფეშო, გვ. 354. ი. გრ.“
გვ. 401. ხაზგასმულია და მოხაზულია: „პელ-სბამი, მელევანდი“, მიწერილია: „[კელ-საბამი] და არა ყელ-საბამი, როგორც ეს ბარნოვს აქვს.“


ქართულინ ენა ლექსიკონები

811.353.1(038)
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.