National Science Library of Georgia

კრებული :

ევდოშვილი, იროდიონ, 1873-1916

კრებული : [თხზულებანი] / ირ. ევდოშვილი ; [წინასიტყვ. ავტ. : ნ. კურდღელაშვილი]. - 1916 - 452 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე ნაჩუქრობის წარწერა, ნაწილი სიტყვებისა ვეღარ იკითხება, გადაჭრილია წიგნის აკინძვის დროს. წარწერიდან დარჩენილია: „იოსებ გრიშაშვილს. გამომცემელ ნ. კურდღელაშვილისაგან“, იქვე: „1916 წ. 4, III. ქ. ტფილისი“. ყდის მე-2 გვერდზე მინაწერი: „აქ ორი წიგნია. ი. გრ.“ იქვე: „ებრაელის საფლავთან. გვ. 129“. ფორზაცზე: „ი. გრიშაშვილი 1916 წ., 20 ივნისს (ლოლა)“. იქვე: „სიტყვა უფალი: გვ. გვ. 12, 21, 115, 232, 338. აქ საბავშვო მოთხრობებიცაა. ყურბანა, 369. კარგი ლექსი, (განდეგილსაც აქვს) 129. „მუშავ მონა ხარ“, 352. მგოსნის ავაზაკებს, გვ. 207“. ფორზაცის მე-2 მხარეზე: „იხ. ამ წიგნზე ჩემი რეცენზია“. თავფურცელზე: „ფასი 2 მან. 50 კ.“ იქვე დევს ქაღალდის ნაჭერი წარწერით: „ი. ევდოშვილის ლექსი: „მოგონება“. („დიახ, მე მახსოვს, მახსოვს იგი დღე“). „ტალღა“, 1906 წ., № 33.“ გვ. 129. უსათაურო ლექსის ბოლოს: „ეს განდეგილმაც სთარგმნა. იქ ავტორად გამოცხადებულია: „პოზდნიაკოვი. იხ. სორაპ. გამოცემა. გვ. 227“. გვ. 137. ლექსის „მადიარი“ ბოლოს: „ეს სთარგმნა ბ. ახოსპირელმაც იხ. „ცნ. ფურც. დამატება“. გვ. 156. ქვესათაურს: „ვუძღვნი ანტონას“ მიწერილი აქვს: „განჯისკარელს (სახალხო პოეტი)“. გვ. 157. ლექსის ბოლოს სტილისტურად გასწორებულია ორი უკანასკნელი სტრიქონი, მიწერილია: „სხვებისათვის რკინას ვჭედ, მე კი ქუდიც არ მხურავს! ი. გრ.“ გვ. 207. ლექსის „მგოსნის ავაზაკებს“ სათაურს ქვემოთ წერია: „(რუსულიდან). იხ. გვ. 210. აწერია რუსულიდან იხ. „შრომის“ დამატება, 1906 წ., № 6. ი. გრ.“ სათაურის პირველი სიტყვა „მგოსნის“ მოხაზულია და არშიაზე მიწერილია: „იქ აწერია „მწერლობის ავაზაკებს“ და კიდევ: „ეს ლექსი ეკუთვნის ტანს. (იხ. ტანის „ლექსები“ გვ. 66)“. გვ. 289. ლექსში „ყვავილების ბაასი“ პირველი სტროფი მოხაზულია. არშიაზე: „ხალხური (იხ. რატილის სიმღ.)“. გვ. 299. ლექსის „უცხო მდინარის ნაპირზე“ ბოლოს: „ფაშალიშვილს აქედან აქვს ნასესხი ლექსი – „ორი დრო“ (დამატება „სახ. ფურც.“).“ გვ. 306. ლექსის „ჩვენება“ პირველი სტროფი მოხაზულია. არშიაზე მიწერილია: „ა. შანშ.“ გვ. 338. ლექსის „მაგდალინელის“ ბოლოს წერია: „ეს ლექსი დაბეჭდილია ორჯერ და სრულიად შეუფერებელ ადგილს. იხ. ესევე ამ წიგნში, გვ. 421“. გვ. 369. სქოლიოში მოხაზულია სიტყვა „ყურბანა“. მიწერილია: „ხოლო ერთ სახელმძღვანელოში ყურბანა – კაჟიანი თოფიაო, რაც შეცდომაა (იხ. „სახელმძღვანელო არა ქართული სკოლებისათვის“. გვ. 37)“. გვ. 406–407 შორის დევს გაზ. „სახალხო ფურცლის“ ერთი ფურცელი, სადაც დაბეჭდილია ევდოშვილის უსათაურო ლექსი „ტყევ შემიფარე გამოქცეული...“ გვ. II. სარჩევში ხაზგასმულია სიტყვები: „დობროლუბოვის ხსოვნას“, მიწერილია: „ნეკრასოვი“. გვ. III. სარჩევში ლექსს „ი. ჭავჭავაძეს“ მიწერილი აქვს: „აკლია „ი. ჭ-ძის ძეგლს“ („სახ. გაზ.“, 1913, № 887 ი. გრ.)“ გვ. IV. სარჩევში მოხაზულია: „ედგარ პოეს „სიჩუმე“. მიწერილია: „ედგარ პო!.“

შინაარსი: ლექსები: გაზაფხული; ზოგიერთ მეგობრებს; გუბე; ჩემს ხანჯალს; ყორნის ბრალია; ამონაკვნესი; როს ტოლთა შორის; მიდარს წალკოტში; ტაძარი; აგერა მთვარემ ამოაშუქა; ქარიშხალი; მეგობრებს; მარტოკა ვიყავ [და სხვ.]; პოემები: უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა; მუზა და მუშა; ლეკი ისმაილ; სისხლი აიღო; ელენე; ქალთეთერი და სირინოზი; მწერალი და მკითხველი; პროზა: დამარხული გედი; ის ერთად-ერთი დღე; ძველი გუდა; ედგარ პოეს სიჩუმე; როგორ გაჩნდა ქვეყანაზე ჭაობი; ვენერას მარგალიტი

ქართული პოეზია

821.353.1-1
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.