National Science Library of Georgia

რევიზორი /

გოგოლი, ნიკოლოზ, 1809-1852

რევიზორი / ნ. გოგოლი ; მთარგმნ.: ვალერიან გუნია. - სახელგამის გამ-ბა, 1935. - 134 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „ი. გრ. 1936. 25. VI; გასწორებული სასცენოდ. ყველაფერი ვერ გავასწორე“.
ფორზაცზე: „ნუ მიკერავ დედილო, გვ. 38; თევზი ლაბარდან, 62; თავის გაწკეპლვა, 108“.
ფორზაცის მე-2 გვერდზე: „ი. გრიშაშვილის რედაქციით. გავასწორე. წაღვერი. 1938. აგვისტოს 6“.
თავფურცელზე ავტორის ქვემოთ: „დაიბადა 1809 წ. 19 მარტს. გარდაიც. 1852. 21 თებ“. მთარგმნელთან: „ეს პიესა თარგმანია პავლე საყვარელიძისა, გუნიას სიძისა, ი. გრ. ვიღაცამ შემაცდინა, შეიძლება მარტო ვ. გუნიას თარგმანი იყოს, მაგრამ „იმერული“ გამოთქმები როა: შ. თაბუკაშვილმა მითხრა, მე ბევრი გავასწორეო. პიესა ისეთი რამაა, რომ ძნელია გასწორება თუ სცენა არ იცი“.
თავფურცლის მეორე გვერდზე: „ამ წიგნს აწერია – გამოცემა 1935 წელი. მაგრამ მე ვნახე 1937 წლის გამოცემაც. ტექსტი იგივეა, მხოლოდ იქ პ/მ რედაქტორი შ. თაბუკაშვილია და შენიშვნებიც არის მოთავსებული, აქ კი ა. ჭეიშვილი. ი. გრ“.
წიგნის ბოლო გვერდზე: „კორექტურა“. 1. „ნაროდნი სოვეტნიკი“, უნდა იყოს ნადვორნი სოვეტნიკი, გვ. 88“. – მითითებულ გვერდზე სიტყვა „ნაროდნი“ გადახაზულია და მიწერილი: „ნადვორნი“, „2. უბიდან? ურმიდან 78“ – მითითებულ გვერდზე სიტყვა „უბიდანო“ გადახაზულია და მიწერილი არშიაზე: „ურმიდანო“. იქვე სქოლიოში ჩამოტანილია: „შეიძლება ფორანიც (იხ. საბა)“.
კანის მე-3 გვ.: „შ. თაბუკაშვილმა სთქვა. მე გვასწორე ასეო: „თითქმის თუ თითქოს. გვ. 92“. – გვ. 92. სიტყვა „თითქმის“ გადახაზულია და არშიაზე მიწერილი: „თითქოს как бы ნადვორნი თუ ნაროდნი? (გვ. 88)“. „კანაფი თუ ბაწარი? 99“. სიტყვა „ბაწარი“ გადახაზულია მიწერილია „კანაფი“. „მოწევ (გვერდზე) თუ მოსწევ? (გვ. 86)“. სიტყვაში „მოწევ“ ჩამატებულია ასო „ს“ [მოსწევ]. „დააცხიკვებს, 123“ – გადახაზულია: „დააცხიკვებს და მიწერილია: „დააცემინებს“. „გლახა, 20“ – სიტყვა „გლახა“ გადახაზულია მიწერილია: „ცუდი“, „წიგნშიდაც. 25, დროშკაშიდაც, 28“ – აღნიშნულ სიტყვებში ასო „დ“ ამოშლილია. „ქალაჩუნა რა შუაშია? 38“. – გვ. 38 სიტყვა „ქალაჩუნაა“ გადახაზულია და არშიაზე მიწერილია: „1937 წ. გამოცემაში ახსნილიცაა, „ქალაჩუნა, მშიშარა ლაჩარი“; „გაისად, 101“ – აღნიშნული სიტყვის მაგივრად, ჩაწერილია „მემრის“. „მარა, 65“. სიტყვა „მარა-ს მაგივრად ჩაწერილა: „მაგრამ“. „ნამეტანი 65“ – სიტყვა „ნამეტანი“ გადაშლილია და მის მაგიერად: „მეტისმეტი“. „მისდღემჩი, 71“ – ეს სიტყვა გადაშლილია და არშიაზე მიწერილია: „ან: არასდროს, ან: მის დღეში, ან: ჩემს სიცოცხლეში“. „მუჭში, 82 – წინადადება: „ფულები მუჭში მიჭირავს, მაგრამ თვითონ მუჭში კი ცეცხლი მიკიდია“ – გადაკეთებულია ასე: „ფულები მუჭით მიჭირავს, მაგრამ თვით ხელზე კი ცეცხლი მიკიდია“. „გვარიანია, 86“. – სიტყვა „გვარიანია“ გადახაზულია და მის მაგივრად წერია: „არ არის უხეირო“. „ჯაყვა, 93“ – აღნიშნული სიტყვა გადახაზულია და წერია: „დანა“. „თავგადასაგდები“, 118“ – აღნიშნული სიტყვის მაგივრად მიწერილია: „პირისსანახავი“.
კანის მე-4 გვერდზე წერია: „თალფაქი, 12; ჩიტირეკია, 132; დომხალი, 109; ცქიმურა და ჭაპალა, 116“.
გვ. 13. გადახაზულია: „ბატები და ჭუკები მოუშენებიათ, ჭუკები სულ ფეხებში ებლანდებიან ადამიანს“ და წერია: „მოუშენებიათ ბატები და ჭუჭულები, რომლებიც სულ ფეხებში ებლანდებიან ადამიანს“.
გვ. 14. გადახაზულია „ჩამოკიდებულია“, წერია: „ჰკიდია“.
გვ. 15. სიტყვა „ტყუილად“ შეცვლილია სიტყვით: „ამაოდ“.
გვ. 17. გადახაზულია: „ჩქარა“ და წერია: „ფიცხია“. გადახაზულია: „წმინდანთა კრებული გარეთ გაიტანე“ და შეცვლილია წინადადებით: „წმინდანები ჩამოუსვენე, ვერაფერს უშველის“.
გვ. 18. გადახაზულია: „ორივეს გამოცანა გერგებათ, აი!“ და შეცვლილია სიტყვებით: „თქვენც იტყვით, რაღა, გამოვიცანიო“.
გვ. 19. „სოვდაგრები“ შეცვლილია სიტყვით: „ვაჭრები“ და „აღტაცებით“ – სიტყვით „სიამოვნებით“.
გვ. 20. გადახაზულია: „რა დროც იქნება მაგისთვის მოგხვდება“ და მაგივრად წერია: „ოდესმე მოგხვდება მაგისთვის“.
გვ. 22. „ჯიხურთან“ შეცვლილია სიტყვით: „ფარდულთან“.
გვ. 22–23. „ბოჭკა“ შეცვლილია სიტყვით: „კასრი“.
გვ. 23. „ორაგული“ გადახაზულია, მიწერილია: „გოჭა თევზი“. „როგორც მამა“ გადახაზულია და წერია: „მამასავით“. სიტყვა „იქნება“ შეცვლილია სიტყვით: „გამოვა“.
გვ. 25. მე-6 აბზაცში „ვასილი ეგვიპტელის“ წინ ჩამატებულია: „წმინდა“.
გვ. 26. სიტყვა „გაბერ-წვენით“ შეცვლილია სიტყვით: „ქერის შეჭამანდით“.
გვ. 27. „სარწყული“ შეცვლილია სიტყვით „გოვზაკი“.
გვ. 28. წაშლილია: „და ბოტფორდებში იპარავ ვერცხლის კოვზებს“, წერია: „მოპარულ ვერცხლის კოვზებს ბოტფორდებში მალავ“.
გვ. 29. „ყორე“ შეცვლილია სიტყვით „ღობე“ და „ჩალის სარყე“-ს მაგივრად წერია: „მიჯნის ნიშანი-ჩალიანი სარი“.
გვ. 31. „ქაჯან“ შეცვლილია სიტყვით: „გეთაყვა“.
გვ. 35. სიტყვა „შინელით“ შეცვლილია: „ფარაჯით“.
გვ. 42. „უჰ, უჰ, უჰ“ შეცვლილია სიტყვებით: „ვაი!“ ვაი! ვაი!“ სიტყვასთან „ნაჯანია“ მიწერილია: „ნაჯახია?“
გვ. 45. „მსმელნი“ შეცვლილია სიტყვით: „ლოთები“.
გვ. 46. „გამოგონებულია“ შეცვლილია სიტყვით „მოგონილია“.
გვ. 49. „ტეტიებთან“ შეცვლილია: „ვიღაც გლეხუჭებთან?“.
გვ. 50. „ბრძანეთ, რაშია საქმე“ შეცვლილია: „აღარ იტყვით, რა ამბავია?“ „ჩემი გულუხვობით მოგახსენებთ“ შეცვლილია: „სულით და გულით გთხოვთ“.
გვ. 54. „მორჩილაა“ შეცვლილია სიტყვით:“ „ტანმორჩილია“.
გვ. 57. გადახაზულია: „როგორც პატარაა მხეცუკები“ და წერია: „თაგვებივით დაურბის“.
გვ. 59. გადახაზულია: „ლაყბობაა, ცარიელი ლაყბობა“ და წერია: „მტკნარი სისულელეა“.
გვ. 63. გადახაზულია: „ჩემო სულიკო, სადაც ურახუნებ“ და წერია: „რაც გინდა სთქვა: კოკას ეუბნებოდნენ, ლიტრავ ყური უგდეო“.
გვ. 65. გადახაზულია: „კომპლიმენტისთვის ბრძანებთ“ და მიწერილია: „ალბათ ქათინაური გინდათ სთქვათ“. გადახაზულია: „ვერანაირად ვერ“ და შეცვლილი „არასგზით არ“.
გვ. 67. ხლესტაკოვის სიტყვების დასაწყისში ჩამატებულია: „მე ცნობილი კაცი ვარ“.
გვ. 69. გადახაზულია: „არაფერს არა გავს“ და წერია: „ადამიანის ფერი აღარ გაქვთ“.
გვ. 70. გადახაზულია: „ერთი თქვით“ და წერია: „თქვენ თვითონ გასაჯეთ“.
გვ. 73. გადახაზულია: „უცრუებლად“ და წერია: „სიცრუის უთქმელად“.
გვ. 74. გადახაზულია: „პრასი და ნიახურია“, მიწერილია: „ზიზილპიპილებია“. გადახაზულია: „ქმარმა კი. მოგჭამა ჭირი“ და არშიაზე მიწერილი: „და მეტი არაფერი. ქმრისაც კი ხსენებაც არ იქნება ისე დასჯიან“. გადახაზულია: „დიდხანს კი ცდილობდა“... და მიწერილია არშიაზე: „დიდ ხანს კი შეიკავა თავი ტრაქტირში, მიკიბულ-მოკიბულად და ქარაგმებით ლაპარაკობდა, რომ მე ვერაფერი შემეტყო“. გადახაზულია: „წამოიყრანტალა“ და წერია: „დაროშა“.
გვ. 76. გადახაზულია: „ჭიჭინობელებო“ და წერია: „ჭრიჭინებო“.
გვ. 92. გადახაზულია „თითქმის“ და მიწერილია: „თითქოს. какбы“.
გვ. 94. გადახაზულია: „ჩავაბაქიბუქე“ და წერია: „ბაქიბუქი რომ დავიწყე, იმიტომ“. გადახაზულია: „მათის მხრით დიდი ღირსებაა“ და წერია: „ეს ერთი კარგი თვისება ჰქონიათ“.
გვ. 96. „საშიკრიკო ეტლი“ შეცვლილია სიტყვებით: „სწრაფი და მალი“. აქვე სიტყვა „ფოსტა“ შეცვლილია: „ფოსტამტი“.
გვ. 98. გადახაზულია: „ბოჭკაში მაქვს შავქლიავი“, მიწერილია: „კასრებში ღორქლიავა მაქვს ჩადებული, ისეთია რომ“.
გვ. 102. გადახაზულია „შრაფი“ და წერია: „ჯარიმა – штраф მეორე გამოცემაში „სწრაფი“ გაუკეთებია“.
გვ. 103. „დედაქალაქი“ გადასწორებულია „სატახტო ქალაქად“. მთელი ტექსტი რედაქტირებულია, შეტანილია სტილისტური ხასიათის შესწორებები.
ქაღალდის ნაჭრები წარწერებით: 1. „Кукиш с маслом“ – ერბოიანი ბრაწი არ გინდა. 2. Эх ты толстоносый – ჰაი შენ დიდ ცხვირა; ჰათ შე გადღრენილო ცხვირავ. ბორნოხა – გადღრენილი (მარიჯან). 3. Дурака ему дурака, старому подлецу – კიკო მიართვით კიკო ამ არამზადას. სიტყვასთან „дурак“ წერია: „ტუტუცი“. 4. Сосульку, тряпку принял за важного человека. – რაღაც ლოლუა, რაღაც ჩვარი დიდკაცად მიიჩნია. 5. ერთი „რევიზორი“ ფედიკოს აქვს. 6. გოგოლი დაიბ. 19 მარტს 1809. გარდაიც. 1852. 21 თებ“.


რუსული ლიტერატურა

821.161.1-22
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.